logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გურამ მაჭარაშვილი: პრეზიდენტის გადაწყვეტილება, როცა ბიძინა ივანიშვილს შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა, უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული იყო
გურამ მაჭარაშვილი: პრეზიდენტის გადაწყვეტილება, როცა ბიძინა ივანიშვილს შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა, უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული იყო
15:28 27.09.2019
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მამუკა ვასაძეს უსმენენ პარლამენტის წევრებმა კითხვა დაუსვეს გახმაურებულ საქმეზე, რომელშიც სასამართლომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა.

„იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არაერთი შეკითხვა დავუსვით მე და ჩემმა კოლეგებმა მამუკა ვასაძეს. მათ შორის გახმაურებულ საქმეზე, რომელშიც სასამართლომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა ჩემის აზრით, სრულიად უსამართლოდ. შიდა კანონმდებლობა იძლეოდა შესაძლებლობას ბიძინა ივანიშვილს არ ჩამორთმეოდა მოქალაქეობა. ეს გადაწყვეტილება სამართლიანი და კანონიერი იქნებოდა. მოსამართლეობის კანდიდატის პასუხებით ჩემი მოსაზრება ამ საქმეზე არ შეცვლილა - ეს იყო აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, რომლითაც სახელმწიფოს მიტაცებაც, სისტემური უსამართლობაც და დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფაც დასტურდება“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი შეფასებით, ეს ძალიან კარგად იცოდა საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც.

"სხვა შემთხვევაში თავის მიღებულ გადაწყვეტილებას უკან არ წაიღებდა, კანონმდებლობას არ შეცვლიდა და სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირებს არ დართავდა არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. ამით, მან მაინც აარიდა თავი ბიძინა ივანიშვილის საქმეზე სამართლიან გადაწყვეტილებას თუმცა, საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგად, ირიბად, სხვა გზა მოძებნა, რომ მისთვის არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მიეცა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.



მისი თქმით, 2004 წელს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც იმ დროს რუსეთის მოქალაქე იყო, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა და ამით სახელმწიფომ მას ფაქტობრივად და მკაფიოდ უთხრა მას, რომ აქვს ორმაგი მოქალაქეობის უფლება.



„მაშასადამე, მას შეუძლია ჰქონდეს საქართველოსთან ერთად, სხვა ქვეყნ(ებ)ის მოქალაქეობაც. ამის შემდეგ, მან მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობაც. 2011 წლამდე მისი მოქალაქეობის სტატუსები არ გამხდარა სადავო და 2011 წლის 7 ოქტომბერს, როცა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში ერთვებოდა, ოთხ დღეში − 11 ოქტომბერს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, მან დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა. ეს საქმე განიხილა სასამართლომ, კერძოდ, მოსამართლე შოთა გეწაძემ და მან ძალაში დატოვა ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.

მისი შეფასებით, ეს საქმე სამართლებრივად არ იყო დასაბუთებული შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე:



• საქართველოს იმ დროს მოქმედი კონსტიტუცია უშვებდა, რომ პირს ერთდროულად სხვა ქვეყნ(ებ)ისა და საქართველოს მოქალაქეობა ჰქონოდა იმ შემთხვევაში − თუ ამ პირს საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებდა პრეზიდენტი საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების გამო ან საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ვინაიდან, კანონმდებლობაში სიტყვა “ორმაგი” ნიშნავს საქართველოს და სხვა ქვეყნ(ებ)ის მოქალაქეობის სტატუსებს, ამიტომ, ცნებები „სამმაგი“ ან „ოთხმაგი“ არსად წერია და არც უნდა ეწეროს - პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება თავისთავად გულისხმობს, რომ ბიძინა ივანიშვილს მან უფლება მისცა სხვა ქვეყნ(ებ)ის მოქალაქეობასთან ერთად საქართველოს მოქალაქე ყოფილიყო.



„აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის გადაწყვეტილება, როცა არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილს შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა იყო უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული. ეს იყო სააკაშვილის მხრიდან, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ველიდან განდევნის მცდელობა არჩევნების წინ. სასამართლოს მიერ, კი ამ გადაწყვეტილების დადასტურება და „აღიარება“ - იყო მიკერძოებული“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.








FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა