logo2
logo2
logo2
არქივი
« მარტი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად საქართველო ნებისმიერ ფორმატში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორებთან იქნება შეთანხმებული
არჩილ თალაკვაძე: საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად საქართველო ნებისმიერ ფორმატში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორებთან იქნება შეთანხმებული
15:20 27.09.2019
„საქართველო, საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესების დასაცავად დაჯდება ნებისმიერ ისეთ ფორმატში, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან იქნება შეთანხმებული“,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოსა და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შორის გამართულ შეხვედრას.

არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართული მხარის პოზიციას, რომ დეოკუპაცია მხოლოდ პრაგმატული პოლიტიკით, მშვიდობიანი გზითა და საქართველოს პოზიციების პრინციპული დაცვით შეიძლება განხორციელდეს.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შუამდგომლობით და მათთან შეთანხმებით, საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ ერთმანეთს. ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია - რომ მხოლოდ მშვიდობიანი გზით, მხოლოდ ჩვენი პოზიციების პრინციპულად დაცვით არის შესაძლებელი, რომ მომავალში ეს პროცესი განვითარდეს, დაფიქსირებული იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს წარმოადგენდა.

რუსეთთან და ოკუპაციასთან მიმართებაში, გვაქვს პრაგმატული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკა. არ დავუშვებთ, რომ საქართველო რამე პროვოკაციაში იქნეს ჩათრეული და არ დავუშვებთ, რომ რაიმე ემოციური გადაწყვეტილებით შეცდომა იყოს დაშვებული საგარეო პოლიტიკისა და დეოკუპაციის მიმართულებით. როგორც ხედავთ, ჩვენ 2012 წლიდან - დღემდე შევძელით, რომ საქართველოს მშვიდობა და სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს ასე იყოს მომავალშიც და კიდევ ერთხელ ვამბობ, ნებისმიერ შეხვედრაზე, ნებისმიერ ფორმატში, ჩვენი გზავნილი და პოზიცია იქნება იგივე - საქართველო მშვიდობიანი გზით, საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, თავისი ეროვნული ინტერესების დაცვით, მონაწილეობს ნებისმიერ ისეთ ფორმატში, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან იქნება შეთანხმებული“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა