logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
 ირაკლი ჩიქოვანი ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე: გვქონდა კონსულტაციები სტრატეგიულ პარტნიორებთან და მივიღეთ რეკომენდაციები, რომ ასეთი კომუნიკაცია შემდგარიყო
ირაკლი ჩიქოვანი ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე: გვქონდა კონსულტაციები სტრატეგიულ პარტნიორებთან და მივიღეთ რეკომენდაციები, რომ ასეთი კომუნიკაცია შემდგარიყო
20:05 26.09.2019
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა, გაეროში ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრასთან დაკავშირებით მედიისთვის კომენტარი გააკეთა.
მისი განცხადებით, ქართული მხარის პოზიცია არის ცხადი, რომ მთავარი მიზანია, მოხდეს იმ ვითარების დეესკალაცია, რომელიც არსებობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარედ.

"დღეს არსებული ვითარება არის უკიდურესად მძიმე და ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი კარგად ხვდება იმას, რომ საჭირო იყო რაღაც მოქმედება. სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ ბევრი რეკომენდაცია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომ ასეთი კონტაქტი შემდგარიყო. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან - აშშ-სთან, ევროკავშირთან და სხვა მეგობარ ქვეყნებთან. შესაძლებლობებზე და შედეგებზე საუბარი ნაადრევი იქნება. ჩვენ უნდა დაველოდოთ კონკრეტულ განცხადებებს, რომელსაც გააკეთებს საგარეო საქმეთა მინისტრი და შემდგომში ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც აუცილებელი იქნება სიტუაციის დეესკალაციისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობაში ვმოქმედებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად,"-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერის მრჩევლის განცხადებით, ნიუ-იორკში შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი გააკეთებს კომენტარს.

"ეს ნიშნავს იმას, რომ კომუნიკაცია შედგა და ეს კომუნიკაცია შედგა საერთაშორისო თანამეგობრობის ფასილიტაციით. ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ. ამგვარი კონტაქტის აუცილებლობა გამოწვეული იყო იმ დაძაბული ვითარებით, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესს წარმოადგენს ის, რომ ჟენევის ფორმატში ახალი შესაძლებლობები გავაჩინოთ. ჩვენი ყველა პარტნიორი ცხადად ხედავს, რომ ჟენევის ფორმატი არის პრაქტიკულად შეჩერებული და არანაირი გადაწყვეტილებები არ მიიღება. სწორედ ამის ხელახალი გაძლიერებისთვის გვჭირდებოდა ასეთი კომუნიკაცია. სწორედ ეს იყო მთავარი არგუმენტი, რომელიც ჩვენს პარტნიორებს გააჩნდათ,"- თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა