logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ჩიქოვანი ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე:  შვეიცარია წლების განმავლობაში იცავს საქართველოს ინტერესებს
ირაკლი ჩიქოვანი ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე: შვეიცარია წლების განმავლობაში იცავს საქართველოს ინტერესებს
19:35 26.09.2019
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა გაეროს ასამბლეაზე ზალკალიანსა და ლავროვს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით, იმედის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მისი განცხადებით, ყოველ შემოდგომაზე გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატები არის პოლიტიკური ეპიცენტრი, სადაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი იყრის თავს.


"მნიშვნელოვანია ის, რომ აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე, როგორც აქამდე, ვიდრე გაეროს გენერალური დებატები დაიწყებოდა, ჩვენ გვქონდა ძალიან კონკრეტული კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმ ძალიან დაძაბულ ვითარებაზე, რომელიც არსებობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ.


ყველასათვის ცხადი იყო, რომ ამ დონის ესკალაცია ჩვენ დიდი ხანია არ გვქონია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წლებია, ვცხოვრობთ ოკუპაციის რეჟიმში, უკვე ვხედავთ, რომ მიდის აქტიური მილიტარიზაცია, ვხედავთ, რომ არის პროვოკაციული ქმედებები, გახშირებულია ჩვენი მოქალაქეების გატაცებები და ამ რეალობას ყველა კარგად აღიქვამს საერთაშორისო თანამეგობრობაში,"- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


პრემიერის მრჩევლის თქმით, ქართულმა მხარემ გაეროს ფორმატი გამოიყენა, რომ ამ საკითხების აქტუალიზაცია ყოფილიყო.


"ყველამ კარგად დაინახა, რომ აუცილებელი იყო და რჩევაც არსებობდა, რომ აუცილებელია კონტაქტი, რომელიც მიმართული იქნება დეესკალაციისკენ. რაც შეეხება შვეიცარიის მონაწილეობას, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ შვეიცარია წლების განმავლობაში იცავს საქართველოს ინტერესებს, ქართული ინტერესების გამომხატველია და მათი ინიციატივით ეს კომუნიკაცია შედგა. რა თქმა უნდა, ამ შემოთავაზების ფონზე იყო კომუნიკაცია სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჩვენ გაცხადებული საერთაშორისო პოლიტიკა გვაქვს, რომ ოკუპაციასთან მიმართებაში ვმოქმედებთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით და მათთან კოორდინაციით და შესაბამისად, მხოლოდ ამის შემდეგ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მოვახდინოთ არსებული ვითარების დეესკალაცია.


ჩვენ ვართ მზად იმისთვის, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების გათვალისწინებით და საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობით, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მოხდეს ადგილზე სიტუაციის დეესკალაცია. ეს ღონისძიება, რომელიც გაეროში ტარდება იქნა დანახული შესაძლებლობად, შესაბამისად ეს დაკოორდინირდა და ამის ფონზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, შეხვედრის მიზანი იქნება ვითარების დეესკალაცია და რა თქმა უნდა საუბარი იქნება იმაზე, რომ ის რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელზეც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, ეს არის მიუღებელი ყველასთვის, ეს არის მიუღებელი ჩვენთვის და აუცილებლად საჭიროა გადაიდგას ნაბიჯები,"- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა