logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ვგმობ ჩვენი თანაგუნდელის მიმართ აგრესიას და ფიზიკურ თავდასხმას
არჩილ თალაკვაძე: ვგმობ ჩვენი თანაგუნდელის მიმართ აგრესიას და ფიზიკურ თავდასხმას
19:03 26.09.2019
"მმართველ გუნდმა, ხელისუფლებამ უზრუნველყო კონსტრუქციული გარემო და სამუშაო პროცესი, ყველაზე რთულ საკითხებზეც კი, რაც პოლიტიკური დაპირისპირების საგანი იყო, განხილვები და პოლიტიკური კონსულტაციები მშვიდ ატმოსფეროში მიმდინარეობს და ამ დროს, პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე ასეთი მიუღებელი ფაქტი ხდება - აგრესია და ფიზიკური თავდასხმა ვანო ზარდიაშვილზე მიუღებელია და დამაზიანებელია პარლამენტის იმიჯისთვის. ეს არის ცუდი მაგალითი ახალი თაობისთვის",- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებას.

არჩილ თალაკვაძე, რომელიც კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში, ზუგდიდში იმყოფება, მომხდარში გარკვევას თბილისში დაბრუნებისთანავე გეგმავს. მისი თქმით, ის, რაც დღეს კომიტეტის სხდომაზე მოხდა, ლახავს პარლამენტის ღირსებას და ცუდ მაგალითს აძლევს მომავალ თაობას.

"არავითარი ფიზიკური შეხლა-შემოხლა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არ ყოფილა - რეალურად იქ იყო ჩვენს თანაგუნდელზე, ვანო ზარდიაშვილზე ფიზიკური თავდასხმა და აგრესია, რასაც ცალსახად ვგმობ. როგორც კი თბილისში დავბრუნდები, აუცილებლად გავერკვევი, თუ რატომ მოხდა ისე, რომ მანდატურის სამსახურმა ვერ უზრუნველყო დაშორიშორება. აუცილებლად ამაში გავერკვევით და იქნება სათანადო რეაქციები. რაც შეეხება თვითონ მომხდარს, ეს ლახავს პარლამენტის იმიჯს, პარლამენტის ღირსებას და ვფიქრობ, საზოგადოებისთვის არის ძალიან ცუდი მაგალითი, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის და მომავალი თაობისთვის",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა