logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
  ზურაბ აბაშიძე - ჩვენმა დელეგაციამ გაეროში მიიღო გზავნილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, რომ საჭიროა პირდაპირი კომუნიკაცია რუსულ მხარესთან
ზურაბ აბაშიძე - ჩვენმა დელეგაციამ გაეროში მიიღო გზავნილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, რომ საჭიროა პირდაპირი კომუნიკაცია რუსულ მხარესთან
18:50 26.09.2019
ამ შეხვედრებზე ჩვენმა დელეგაციამ მიიღო გზავნილი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან იმის თაობაზე, რომ საჭიროა პირდაპირი კომუნიკაცია რუსულ მხარესთან. შვეიცარიულმა მხარემ შესთავაზა ჩვენს დელეგაციას, მისივე ჩართულობით გაეროში მიმდინარე ასამბლეის ფარგლებში მოხდეს კომუნიკაცია რუსულ მხარესთან. ჩვენმა დელეგაციამ ეს შემოთავაზება მიიღო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველოს დელეგაციას ნიუ-იორკში მაღალ დონეზე ჰქონდა შეხვედრები პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებთან და ამ შეხვედრების მთავარი თემა დაკავშირებული იყო ოკუპირებულ რეგიონებთან და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებასთან.

"თითქმის ყველა შეხვედრაზე, ჩვენმა დელეგაციამ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან მიიღო გზავნილი, რომ სასურველია, შედგეს კომუნიკაცია რუსეთის მხარესთან. ამის შემდეგ იყო შემოთავაზება ჩვენი შვეიცარიელი მეგობრებისგან, კოლეგებისგან, რომ მათი ჩართულობით ასეთი კომუნიკაცია შედგეს. ჩვენმა დელეგაციამ გაიარა შესაბამისი კონსულტაციები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ამის შემდეგ ჩვენმა დელეგაციამ დაუდასტურა შვეიცარიელ მეგობრებს, რომ მზად არიან ამ კომუნიკაციისთვის. დამატებით ინფორმაციას ჩვენ ველით ნიუ-იორკიდან. როგორც კი მივიღებთ ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდ,ა გაგაცნობთ ამის შესახებ,"- თქვა ზურაბ აბაშიძემ.

პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, მთავარი თემა, არის ოკუპაცია, სიტუაცია ოკუპირებულ რეგიონებში, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევა, საოკუპაციო ხაზთან გამწვავებული ვითარება და ა.შ.

"ზოგადად მთელი ეს ძალისხმევა მიმართულია, რათა მოხდეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, ჟენევის ფორმატის ეფექტიანობის ამაღლება და შედეგიანობის დონის ამაღლება. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანები,"-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა