logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გოგა ხაინდრავა: ეს არის ჯგუფი, რომელიც ნებსით და უნებლიეთ იმ ინტერესებს ახორციელებს საქართველოში, რომელიც სჭირდება რუსეთს
გოგა ხაინდრავა: ეს არის ჯგუფი, რომელიც ნებსით და უნებლიეთ იმ ინტერესებს ახორციელებს საქართველოში, რომელიც სჭირდება რუსეთს
16:59 17.09.2019
ისენი ისეთივე ევროპელები და პროდასავლელები არიან , როგორც მე პრო- მალააზიელი. ეს არის რუსული ინტერესების გამტარებელი ჯგუფი, ეს არის ხალხი, რომლებმაც მათი ლიდერის თამადობით რეზოლუციას მოაწერეს ხელი, სადაც პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ აგრესიის შედეგი სახელმწიფოს, საქართველოს უგნური ქმედება იყო, რომლის სათავეში ბოკერია იდგა და იდეოლოგი იყო. ეს არის ჯგუფი, რომელიც ნებსით და უნებლიეთ იმ ინტერესებს ახორციელებენ საქართველოში, რომელიც სჭირდება რუსეთს,- ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის სანქციებზე საუბრობენ ადამიანები, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტობის პოსტზე ოფიციალურ ჩეკისტს, ოფიციალურ საგარეო საქმეთა მინისტრის გამოზრდილ საბჭოთა დამსმენს, გრიგოლ ვაშაძეს მხარი დაუჭირეს.

,,ესენი ისეთივე ევროპელები არიან და პროდასავლელები არიან, როგორც მე პრო- მალააზიელი ვარ. ეს არის რუსული ინტერესების გამტარებელი ჯგუფი. ეს არის რეალობა, ეს არის დღევანდელი დღე. ეს არის ხალხი, რომლებმაც რეზოლუციას მოაწერეს ხელი მისი ლიდერის თამადობით, სადაც პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ აგრესიის შედეგი იყო უგუნური ქმედება სახელმწიფოსი, საქართველოსი, რომლის სათავეში ბოკერია იდგა და იდეოლოგი იყო. ეს არის ჯგუფი, რომელიც ნებსით და უნებლიეთ იმ ინტერესებს ახორციელებენ საქართველოში, რომელიც სჭირდება რუსეთს. მე ვიყავი სახელწმიფო მინისტრი, ძალიან კარგად მახსოვს ბოკერია, სააკაშვილი, უგულავა, ოქრუაშვილი, მერაბიშვილი. სხვათა შორის ეს მერაბიშვილის ადვოკატი იყო. აი ეს საქართველოს დიდი მოყვარული კაცი, რომ არის, რუსულ ოკუპაციას, რომ ებრძვის ჩახდილი შარვლებით სასაზღვრო ზოლზე, ესენი არიან. ამათმა მიიყვანეს ქვეყანა იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაშიც იყო. ამათმა ავანტიურამ, აბსოლუტურად უგუნურმა ქმედებამ, ამათმა სამშობლოს არ-სიყვარულმა და არ-შეხედვამ, რომ ეს სამშობლო, შენი სამშობლოა.

ოთარ კახიძეს ვინ ეკითხება და ვინ უსმენს? საერთაშორისო თანამეგობრობა აკეთებს იმას, რასაც თვლის საჭიროდ - არც იმაზე მეტს და არც იმაზე ნაკლებს. შეხედეთ მათ გამონათქვამებს, მათ რეზოლუციებს, მათ დამოკიდებულებებს იმ საფრთხისადმი, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის, არა მარტო საქართველოსთვის, რომლისთვისაც გაათმაგებულ საფრთხეს წარმოადგენს, იმიტომ რომ ბოკერიას იდეოლოგიით არის შემოყვანილი რუსეთის ჯარი, 25 კილომეტრში დგას თბილისიდან. მათი ქმედების შედეგად არიან. სალომე ზურაბიშვილის მოლაპარაკების შედეგად, და მე მონაწილე ვიყავი ამ მოლაპარაკებების, როგორც სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების, ეს ჯარი გაყვანილი იყო და ბოკერიამ, სააკაშვილმა, ოქრუაშვილმა და მერაბიშვილმა ეს ჯარი უკან შემოიყვანეს და აქ დაგვიყენეს“,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


როგორც რეჟისორი აღნიშნავს, უამრავი მაგალითია, როდესაც მათმა ქმედებამ, პირდაპირ იმუშავა, რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე, ძალადობაზე, მუქარაზე და რომ დადგება დრო - ეს მთავრობა არა, სხვა მთავრობა მათი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს.

,,მოიყვანე ბატონი ბოკერია და დამიჯდეს აქ, ყველაფერს დავულაგებ პუნქტებად - რა აქვთ ჩადენილი და როდის აქვთ ჩადენილი, რა გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული, სად იყო ავანტიურიზმი. გიგი უგულავა - ეს ხაზინის ქურდი, 2008 წელს ლოჯისტიკას ხელმძღვანელობდა, სამხედრო ლოჯისტიკას. მე ფაქტები მაქვს ხელში. მე ეს ვითარება შიგნიდან ვიცი. ძალიან კარგად იციან გრიგოლ ვაშაძე ვინ არის, ძალიან კარგად იციან, რომ ის არის საბჭოთა უშიშროებაში გაზრდილი კაცი და საბჭოთა ინტერესების გამტარებელი, 25 თებერვალს საკუთარ ცოლს კრემლში საცეკვაოდ რომ გაუშვებ, 25 თებერვალს და ახლა გაიხსენა 1921 წელი, 1801 წელი. რაც მათ ჩაიდინეს, ზუსტად იგივე მოხდა მაშინ. ბოკერიას ვეკითხები, უშიშროების საბჭოს მდივანი რომ იყო და თემურ ალასანია, დღევანდელ დღესაც რუსეთის დაზვერვის ოფიცერი რომ არის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, რომ ეჯდა უშიშროების საბჭოს სხდომებზე, გადაწყვეტილებას როცა ღებულობდნენ, რომ ღამის 4 საათზე ცხინვალისთვის ცეცხლი გაეხსნათ, რამაც განაპირობა, აგრესია, რამაც განაპირობა ინტერვენცია და უამრავი მაგალითია, როდესაც მათმა ქმედებამ, პირდაპირ იმუშავა, რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე, ძალადობაზე და მუქარაზე. დღეს რასაც ჩვენ ვუყურებთ, ამ ძალის ერთადერთი მიზანია, ყველანაირად გაითეთრონ თავი და ეს არ მოხდება. ქართულ საზოგადოებას არც ამნეზია სჭირს და არც ის რომ ბოკერია რასაც ლაპარაკობს, მაგას ბევრი უსმენდეს“,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა