logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სად გაქრნენ შუაშისტები - ბაჩო ოდიშარია (POSTV ანალიტიკა)
სად გაქრნენ შუაშისტები - ბაჩო ოდიშარია (POSTV ანალიტიკა)
15:40 17.09.2019
დღეს საჯარო სივრცეში შუაშისტები საერთოდ აღარ ილანდებიან. როდესაც არჩევნებზე საქმე მეორე ტურამდე მიდის და ერთ მხარეს ოცნება, ხოლო მეორე მხარეს ნაციონალური მოძრაობა დგას, ყოფილი შუაშისტები მკაფიოდ აფიქსირებენ პოზიციას, რომ მთავარია ეს რუსეთის ხელდასმული მთავრობა მოვიშოროთ და ნებისმიერი მათთან დაპირისპირებული ჯგუფი მისაღებია“ - ამბობს ინტერნეტტელევიზია POSTV-ის ანალიტიკოსი ბაჩო ოდიშარია.
მისი თქმით, მოცემულობა არ შეცვლილა, პოლიტიკური სპექტრი კვლავ მკვეთრად პოლარიზებულია და ძირითადად ორ მთავარ მოთამაშეზე - „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ტყდება.

როგორც ბაჩო ოდიშარია აღნიშნავს, თუ 2012-ში შუაშისტები თვლიდნენ, რომ არცერთის მხარდაჭერა სწორი პოზიცია იყო, დღეს პირიქით, მკაცრი რიტორიკით აცხადებენ, რომ მთავარია ოცნება წავიდეს და ნაცნობი და ნაცადი მანკიერება თუ მობრუნდა, ეს ნაკლებ პრობლემურიაო.

„ჩვენი შუაშისტები, გულის სიღმეში ყოველთვის იყვნენ ნაციონალური მოძრაობის ირიბი თუ პირდაპირი მხარდამჭერები, უბრალოდ 2012-ში ამის ღიად დაფიქსირება სერიოზული ჯიჰადისტობა იყო და ვინც პირდაპირ არ გახლდათ აფილირებული პარტიასთან, ის ცდილობდა მისგან დისტანცირებას. მაშინ ეს ცალსახა და ღია კოლაბორაციონიზმი იყო საზოგადოების მტრებთან, დღეს ეს იფუთება, როგორც ძალაუფლებასთან ბრძოლა. საჯარო სივრცეში რთულად თუ მონახავთ ლიბერალს, რომელიც იმას არ მეცადინეობს, როგორმე გააკეთილშობილოს წინა მთავრობა.

რიტორიკა ძირითადად ასეთია: კი, რაღაცეები ცუდი იყო, მაგრამ დღეს რუსული მთავრობა გვყავს, ამიტომ ის ცუდი უნდა დავივიწყოთ. რუსეთუმეობის ბრალდებების წაყენება ლიბერალებს როგორ უყვართ, ეს ყველას კარგად მოგეხსენებათ. თუმცა მათ ნაწილს არ უყვარს იმის აღიარება, რომ მიშისტები არიან. ამიტომ, მგონი უკვე საზოგადოებრივი მოვალეობა ხდება, რომ მათ ამ პოლიტიკურ ქამინგ აუთში დავეხმაროთ, ჩვენ წინაშე თვალთმაქცობენ ლიბერალური კვაზი ჰუმანისტური სლოგანებით მოასპარეზე ჯგუფები და ინდივიდები, რომლებიც 2012-შიც ძალადობრივი რეჟიმის ლატენტური მომხმრეები იყვნენ და რომლებიც დღესაც უტიფრად ცდილობენ მათ აღორძინებას.

ჩვენი რეალობა კი ასეთია: შეიძლება განაწყენებული იყო ოცნებაზე, არ მოგწონდეს მისი წარმოებული პოლიტიკა, მაგრამ ამის საპირწონედ ამართლებდე და რომანტიზებას ახდენდე ნაციონალური მოძრაობის ავტორიტარული მმართველობის, უკვე შენი საზოგადოების წინაშე ჩადენილი დანაშულია“ - ამბობს ბაჩო ოდიშარია.

ვიდეოს ბმული - https://www.youtube.com/watch?v=-8R4Hkg7Jqw&feature=youtu.be


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა