logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს შეხვდა
11:59 17.09.2019
პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს - კლოდ კერნს და ტიტუს კორლატეანს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. არჩილ თალაკვაძემ მომხსენებლებს საარჩევნო რეფორმის არსი და ძირითადი არგუმენტები, ასევე, საყოველთაო-სახალხო განხილვის მიმდინარეობის პროცესი გააცნო. საუბარი შეეხო მართლმსაჯულებისა და განათლების რეფორმებს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგსა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მისი როლის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. კლოდ კერნმა და ტიტუს კორლატეანმა დადებითად შეაფასეს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების რეფორმა და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული მექანიზმები პარლამენტის როგორც კანონშემოქმედებითი, ასევე, საზედამხედველო ფუნქციების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. მათივე შეფასებით, მკვეთრად გაიზარდა მთავრობის ანგარიშვალდებულება და გაძლიერდა საპარლამენტო ოპოზიციის როლი.

ხაზი, ასევე, გაესვა საქართველოს პარლამენტსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. კლოდ კერნმა და ტიტუს კორლატეანმა არჩილ თალაკვაძეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა