logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ზაზა გაბუნია: პროპორციული სისტემა არის ახალი სუნთქვა ქართული დემოკრატიისთვის, ამით პოლიტიკა ფეთქებათობიდან გადავა მშვიდ, საქმიან და პროფესიონალურ სტანდარტებზე
ზაზა გაბუნია: პროპორციული სისტემა არის ახალი სუნთქვა ქართული დემოკრატიისთვის, ამით პოლიტიკა ფეთქებათობიდან გადავა მშვიდ, საქმიან და პროფესიონალურ სტანდარტებზე
16:39 15.09.2019
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მიიღო მონაწილეობა და ადგილობრივებს მიმართა.

“ჩვენ საარჩევნო თვალსაზრისით დიდი ტრადიციები გვაქვს, საუკუნეზე მეტი ხნის წინ საქართველოში არჩევნები ტარდებოდა მაღალი სტანდარტებით, სადაც როგორც აქტიური ისე პასიური საარჩევნო უფლებით მონაწილეობდნენ როგორც კაცები, ისე ქალები და უმცირესობები.

დღეს კი თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ნაბიჯი რომელსაც დემოკრატიის სასარგებლოდ ხელისუფლება ვდგამთ, არის ისტორიული და უაღრესად სასარგებლო ქვეყნის ყველანაირი განვითარების გზაზე, რადგან დემოკრატიის ხარისხი თავს იჩენს ცხოვრების ყველა სფეროში.

ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიქცევით ისე როგორც უნდა მოიქცეს ეროვნული ხელისუფლება - ქვეყნის შენების საქმისთვის ვეძახით ყველას, ვისაც ამის შნო აქვს და ამისთვის გარჯა შეუძლია.

ეს კეთდება იმისთვის, რომ ქართული პოლიტიკა არ იყოს დეპრესიული, რომ ის გახდეს უფრო საქმიანი და პარტიებმა უპასუხონ საზოგადოების დაკვეთას, რომ ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის შენების საქმეში.

ეს არის ახალი სუნთქვა ქართული დემოკრატიისთვის. ამით, პოლიტიკა ფეთქებათობიდან გადავა მშვიდ, საქმიან და პროფესიონალურ სტანდარტებზე, რადგან ხალხს სჭირდება არა ხმის ჩახლეჩამდე მყვირალა პოლიტიკოსები, არამედ საქმის მკეთებლები.

და საქმე კეთდება პარლამენტში და ეს გადაწყვეტილება თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტად გაზრდის პარლამენტის, როგორც პოლიტიკური ცენტრის მნიშვნელობას, შედეგად ქვეყანა ხდება უფრო მშვიდი.

ამომრჩეველი, რომელიც უაღრესად დიდ პატივს სდებს პოლიტიკურ ძალას, მიდის და მის სახელს შემოხაზავს ბიულეტინში, იმსახურებს მისი ინტერესებისთვის ბოლომდე დაიხარჯოს პოლიტიკური ძალა, რომ მოემსახუროს საზოგადოებრივ ინტერესს.

ამ გადაწყვეტილების შედეგი იქნება პოლიტიკური სუბიექტებისთვის მაქსიმალურად თანასწორი საარჩევნო პირობების უზრუნველყოფა. ყველაფერი იზომება, მით უმეტეს მხარდაჭერა და ეს აქტი იძლევა შესაძლებლობას რომ პრაგმატულად, რაციონალურად იქნას წარმართული პოლიტკური პროცესი ქვეყანაში, რაც ქვეყნის ყველა გულშემატკივრის მიზანია.

ამასთან ერთად, ამ იდეას აქვს თავისი პრაქტიკული უპირატესობებიც, მაგალითად ხარჯების დაზოგვა, რადგან აღარ გახდება საჭირო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის გამართვასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა და სხვა.

ამ გარემოებების გათვალისწინებით ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და გილოცავთ ყველას რომ ქართული დემოკრატიის ახალ საფეხურზე ასვლის მონაწილეები ხართ" - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

შეხვედრაში, რომელიც სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში გაიმართა, მონაწილეობა პარლამენტის თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრებმა, ოპოზიციური და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა მიიღეს.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა