logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი: სიცრუის ტირაჟირებას ყოველდღიური საქმიანობით უნდა დავუპირისპირდეთ, რომელიც ორიენტირებული იქნება კონკრეტულად ადამიანზე
გიორგი ვოლსკი: სიცრუის ტირაჟირებას ყოველდღიური საქმიანობით უნდა დავუპირისპირდეთ, რომელიც ორიენტირებული იქნება კონკრეტულად ადამიანზე
10:51 11.09.2019
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, დღეს მედია, როგორც ეს მთელ მსოფლიოში ხდება, ზოგადად სკანდალზეა ორიენტირებული, რასაც ხელისუფლება იმ ძლიერი მექანიზმით უნდა დაუპირისპირდეს, რაც არის კონკრეტული საქმე.

“ვფიქრობ, რეალურად ერთადერთი ძლიერი მექანიზმი არის კონკრეტული საქმე, რომელიც უნდა გააკეთო და თითოეულ ადამიანამდე უნდა მიიტანო, თუ რამე სიკეთის გაკეთება შეგიძლია. გასწორებული მიწასთან სოფლის მეურნეობა, საერთოდ სოფელი უკვე ამოძრავდა, გაცოცხლდა, იქ მეურნეობები შეიქმნა, ექსპორტზე გადის პროდუქცია გაცილებით უფრო მეტი ვიდრე 2012-ში. რაღაცეები აღარ მინდა ჩამოვთვალო, ბანალური გამომივა, მაგრამ რეალურად მე ვფიქრობ მაინც საქმე, ყოველდღიური საქმიანობა, მუშაობა თითოეული საჯარო მუშაკის, თუნდაც არჩეული ადგილობრივი ხელისუფლება იქნება ეს, თუ რესპუბლიკური მასშტაბის, უნდა იყოს ორიენტირებული კონკრეტულად ადამიანზე“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თოქშოუში „პირისპირ“.

ვიცე-სპიკერის განცხადებით, მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში, ქვეყნის გარეთ და მათი გაშუქება, სამწუხაროდ, ნაკლებად ხდება, ვინაიდან დღეს მედიისთვის უფრო საინტერესოა სკანდალზე ორიენტირებული თემები.

„მე არ ვამბობ რომ მხოლოდ სიცრუის ტირაჟირება ხდება. საერთოდ მედიას, ნეიტრალურ მედიაზე მაქვს ლაპარაკი, თავს ახვევენ დღის წესრიგს, რომელიც სკანდალზეა ორიენტირებული და გასაგებია, რომ უფრო მოთხოვნადია.

სამწუხაროდ, ეს ასეა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ და განაცხადა, რომ ხელისუფლება ამ პროცესს ყოველდღიური საქმიანობით უნდა დაუპირისპირდეს, რომელიც ორიენტირებული იქნება კონკრეტულად ადამიანზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის