logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
უკრაინაში, ქუვეითსა და ვატიკანში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს
უკრაინაში, ქუვეითსა და ვატიკანში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს
10:40 11.09.2019
უკრაინაში, ქუვეითის სახელმწიფოსა და ვატიკანში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს. უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად თეიმურაზ შარაშენიძე, ქუვეითში - კონსტანტინე ჟღენტი, ხოლო ვატიკანში ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი დაინიშნა.

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე მდიდარ დიპლომატიური გამოცდილებას ფლობს. იგი 1996 წლიდან სხვადასხვა პოზიციებზე საქმიანობდა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში. 2011-2018 წლებში გახლდათ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი. მანამდე 2004-2008 წლებში გახლდათ ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა თურქეთის რესპუბლიკასა და ბულგარეთში საქართველოს გენერალური კონსულად.

თეიმურაზ შარაშენიძე ასევე გახლავთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ჟღენტი 2013-2018 წლებში გახლდათ უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. საგარეო უწყებაში მრავალწლიანი მოღვაწეობის განმალობაში კონსტანტინე ჟღენტი მუშაობდა სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობებზე. სხვადასხვა დროს იგი გახლდათ საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის, ასევე ევროპისა და ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი, 2004-2005 წლებში კი ეკავა ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა. 1997-2000 წლებში იგი გახლდათ იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, ხოლო 2006-2008 წლებში - ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ეუთო-სა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. კონსტანტინე ჟღენტი 2018 წლიდან დღემდე არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი.


წმინდა საყდართან (ვატიკანში) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი დაინიშნა. მას ვატიკანში საქართველოს ელჩის თანამდებობა ეკავა 2004-2014 წლებშიც. 2009 წელს მას მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი, ამავე წელს დააჯილდოვეს ანჰალტების საგვარეულოს „ალბრეხტის დათვის“ დიდი ჯვრით. ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი ასევე დაჯილდოებულია ანტონ I ბაგრატიონის სახელობის ოქროს მედლით, მალტის სუვერენული სამხედრო ორდენისა და წმინდა საყდრის პიუს IX ორდენის დიდი ჯვრებით. 1995 წელს, ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონს მიენიჭა საქართველოს საპატიო მოქალაქეობა. ქეთევან ბანგრატიონ-მუხრანბატონი 1991-2004 წლებში გახლდათ იტალიურ-ქართული ასოციაციას „წმინდა გიორგის ფარი“- ს (ქ.რომი,იტალია) პრეზიდენტი. იგი ასევე ხელმძღვანელობდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მონიკ“-ს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა