logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
საქართველოს პარლამენტის აპარატის ინიციატივებს შავი ზღვის აუზის ქვეყნების პარლამენტების აპარატის უფროსებმა მხარი დაუჭირეს
საქართველოს პარლამენტის აპარატის ინიციატივებს შავი ზღვის აუზის ქვეყნების პარლამენტების აპარატის უფროსებმა მხარი დაუჭირეს
22:44 10.09.2019
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის ინიტიატივით, შავი ზღვის აუზის ნატოს წევრი და ასპირანტი ქვეყნების პარლამენტების აპარატის უფროსების სამუშაო შეხვედრა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის, საქართველოს, რუმინეთის, უკრაინის, თურქეთისა და ბულგარეთის პარლამენტების ადმინისტრაციების ხელმძღვანელების მონაწილეობით მეორე დღეა მიმდინარეობს.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შავი ზღვის აუზის ნატოს წევრი და ასპირანტი ქვეყნების პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელები ხვდებიან ერთმანეთს, რაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ქოლგის ქვეშ ხორციელდება. აღნიშნული მიუთითებს ნატოს მზარდ ინტერესზე შავი ზღვის რეგიონთან თანამშრომლობის გააქტიურებით. ამ პროცესში საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის, კიდევ უფრო აქტიური ჩართულობა უკვე როგორც აპარატის ადმინისტრაციის მხრიდან, გვაძლევს დამატებით შესაძლებლობებს, რომ წარმოვაჩინოთ რეფორმები, შესაძლებლობები და პოტენციალი, რომელიც საქართველოს პარლამენტში არსებობს და რომელიც შეგვიძლია გავუზიაროთ რეგიონის მასშტაბით პარტნიორ ქვეყნებს“, - განაცხადა პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ.

დღეს გამართულ დახურულ სესიას, რომელსაც მოდერაციას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი დეივიდ ჰობსი უწევდა, რეგიონალურ თანამშრომლობაზე იმსჯელეს, სადაც პარტნიორი ქვეყნების პარლამენტებში განხორციელებულ რეფორმებზე, მიღწევებზე, არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

სამუშაო შეხვედრის ინიციატორმა, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა ოთხი პუნქტისგან შემდგარი წინადადებების პაკეტი წარადგინა, რომლებიც ყველა მონაწილე ქვეყნის მიერ ერთხმად იქნა მხარდაჭერილი.

ოთხი პარტნიორი ქვეყნის აპარატის წარმომადგენელთაგან შემდგარ დელეგაციას საქართველოს პარლამენტი დეკემბერში, სამდღიანი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლებს. გივი მიქანაძის განმარტებით, ორი დღის განმავლობაში განხორციელდება პარლამენტის, როგორც საკანონმდებლო ცვლილებების ასევე, აპარატში მიმდინარე რეფორმების და კონკრეტული აქტივობების გაცნობა, რაც დაკავშირებულია ღია მმართველობის პარტნიორობის კუთხით არსებულ მიღწევებთან, პარლამენტის სასწავლო ცენტრში დანერგილ ნოვაციებთან და იმ დროისთვის უკვე გახსნილ მოქალაქეთა ჩართულობის ახალ ცენტრთან. მისივე თქმით, ერთი დღე დაეთმობა მთავრობის ფორმატში მოქმედი იმ სტრუქტურული ერთეულების წარმატებული საქმიანობის გაცნობას, რომლებიც ფუნქციონირებენ პარლამენტში მიღებული ნოვატორული კანონმდებლობის იმპლემენტაციის ფორმატში. „ამ კუთხით, ჩვენ ვგეგმავთ რომ ვაჩვენოთ იუსტიციის სახლი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი“, - განაცხადა პარლამენტის აპარატის უფროსმა.

ერთხმად იქნა მხარდაჭერილი ქართული მხარის ინიციატივა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ექსპერტების ჩართულობით, შავი ზღვის რეგიონის აკადემიის შექმნის თაობაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის და უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლები. აკადემიას 2020 წლის მაისში, პირველად საქართველო უმასპინძლებს.

ქვეყნებს შორის კომუნიკაციის გამარტივების მიზნით, სექტემბრის ბოლომდე თითოეული ქვეყნის პარლამენტის აპარატში, იდენტიფიცირებული იქნება ერთი კონკრეტული თანამშრომელი, ვინც პასუხისმგებელი იქნება რეგიონალურ თანამშრომლობაზე, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო დაახლოებს ამ ქვეყნებს და გაზრდის კოორდინაციის დონეს.

შეხვედრისას, ასევე გადაწყდა, რომ წელიწადში ერთხელ, ყოველი წლის სექტემბერში, აპარატის უფროსების დონეზე განხორციელდება შეხვედრა, რომლის ფორმატშიც აპარატის უფროსები რეგიონული აქტივობების შედეგებსა და ხარისხს შეაფასებენ და მომავალი წლის აქტივობებს დაგეგმავენ, გაუზიარებენ ერთმანეთს იმ ნოვაციებს, რომლებიც წლის განმავლობაში პარლამენტებში განხორციელდება. გადაწყდა, რომ 2020 წლის სექტემბერში, ამგვარ შეხვედრას ბულგარეთის პარლამენტი უმასპინძლებს.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა სასწავლო ცენტრი მოინახულეს და საკანონმდებლო ორგანო დაათვალიერეს.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის