logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ანრი ოხანაშვილი: გუშინ დოიჩე ველეში გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" სცადა ჩვენი საზოგადოება კვლავ შეცდომაში შეეყვანა
ანრი ოხანაშვილი: გუშინ დოიჩე ველეში გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" სცადა ჩვენი საზოგადოება კვლავ შეცდომაში შეეყვანა
11:39 10.09.2019
გუშინ დოიჩე ველეში გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" სცადა ჩვენი საზოგადოება კვლავ შეცდომაში შეეყვანა. მათ და მათმა სატელიტმა ტელევიზიებმა ატრიალეს ინგლისურენოვანი სტატია გახარიას შესახებ და ცდილობდნენ გაესაღებინათ ბრჭყალებში ჩასმული ტექსტი - "მოსკოვის კაცი" დოიჩე ველეს პოზიციად, რაც დოიჩე ველემ მალევე უარყო,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" დამალა ,,დოიჩე ველეს“ გერმანულენოვანი სტატია, სადაც სათაურშივე წერია, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი აკრიტიკებს მოსკოვს.

,,ამ სიცრუის ტირაჟირებისთვის მათ დამალეს დოიჩე ველეს გერმანულენოვანი სტატია, სადაც დოიჩე ველე სათაურშივე წერს, რომ "საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი აკრიტიკებს მოსკოვს. სინამდვილეში, ეს მოდელირებული ტექსტი რომ დოიჩე ველეს პოზიციას არ გამოხატავდა, დადასტურდა იმითაც, რომ იმავე სტატიაში ხაზგასმით არის აღნიშნული გახარიას სახელმწიფოებრივი პოზიცია ოკუპაციასთან მიმართებაში, სადაც ის აღნიშნავს რომ მისი ქვეყნისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს. დოიჩე ველეს გერმანულენოვან სტატიაში ასევე წერია ის, რისი თქმაც არ აწყობდა ყველაფრის გამყალბებელ ნაცმოძრაობას, რომ ქვეყნის ახალმა პრემიერმა, როგორც მთავრობის მეთაურმა, ხაზი გაუსვა საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირსა და ნატოში შესვლისკენ და აშშ-სთან ურთიერთობის გაღრმავების სურვილს,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

როგორ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, საზოგადოებასთან ერთად ყოველთვის უნდა მოხდეს სიცრუეში ნაციონალური მოძრაობის მხილება.

,,ჩვენი ამოცანაა ჩვენს საოზგადოებასთან ერთად ყოველთვის ვამხილოთ ეს სიცრუის მოძრაობა და არ მივცეთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უფლება”,- აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა