logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
„დოიჩე ველეს“ რედაქციამ პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დამტკიცების შესახებ გამოქვეყნებული სტატია დააკორექტირა
„დოიჩე ველეს“ რედაქციამ პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დამტკიცების შესახებ გამოქვეყნებული სტატია დააკორექტირა
11:29 10.09.2019
„დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანმა რედაქციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დამტკიცების შესახებ გამოქვეყნებული სტატია დააკორექტირა.

სტატიაში, რომლის სათაურია „საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცს“ მხარი დაუჭირა“, დაზუსტებულია, რომ გიორგი გახარიას „მოსკოვის კაცი“ წარსულში ოპოზიციამ უწოდა.

გიორგი გახარია, რომელსაც ოპოზიციამ ადრე „მოსკოვის კაცის“ იარლიყი მიაკრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. მას აბრალებენ ანტი-სამთავრობო პროტესტის ძალადობრივი დარბევის ორკესტრირებას, რომლის მონაწილეთა უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ.

საქართველოს პარლამენტმა კვირას წინააღმდეგობრივი ფიგურა დანიშნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად თბილისში გამოწვეული საპროტესტო მოვლენების შემდეგ. 98 კანონმდებელი მომხრე იყო შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია გამხდარიყო მთავრობის მეთაური, ხოლო ოპოზიციამ - რომელმაც მას „მოსკოვის კაცის“ იარლიყი მიაკრა - კენჭისყრის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა.

გახარიას ფართო მასებში მიიჩნევენ ივნისის თვეში საქართველოს ანტი-სამთავრობო პროტესტის ძალადობრივი დაშლის მთავარ არქიტექტორად.

პროტესტი გამოიწვია რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წევრის სიტყვით მიმართვამ მისივე მშობლიურ რუსულ ენაზე საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან.

თუმცა გახარია ოპოზიციის პრეტენზიების უარყოფას ცდილობდა. მოსკოვთან მჭიდრო კავშირების საპირწონედ ის აპელირებდა რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციაზე.

„ყველანი ვთანხმდებით, რომ ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის უდიდესი პრობლემა, გამოწვევაა და ბოროტებაა“ განაცხადა გახარიამ.

„საქართველოს საგარეო პოლიტიკის უსაფრთხოების განზომილების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენი ქვეყნის პრო-დასავლური ორიენტაცია ისევე, როგორც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია... შეერთებული შტატები ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენს თანამშრომლობას საზღვარი არ გააჩნია“ დასძინა გახარიამ.

„ბოლო მარიონეტი“

ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა მიზანში ამოიღეს ბიძინა ივანიშვილი, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ლიდერი, რომელმაც წინა ორშაბათს წამოაყენა გახარიას კანდიდატურა და მისით ჩაანაცვლა 2 სექტემბერს გადამდგარი მამუკა ბახტაძე.

„გახარია იქნება ივანიშვილის ბოლო მარიონეტი პრემიერ-მინისტრის სავარძელში“ განაცხადა ოპოზიციური პარტიის „გაერთიანებული ეროვნული მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესის“ კორესპონდენტთან საუბრისას.

„ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა დემოკრატიასთან შეუფერებელია და ყველა ქართული დემოკრატიული ან პრო-დასავლურ პარტია გააერთიანებს ძალებს მომდევნო წლის საპარლამენტო არჩევნებში მის დასამარცხებლად“ დასძინა მან.

პროტესტის ათობით მონაწილე შეიკრიბა პარლამენტის შენობის გარეთ. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: „არ დავნებდებით“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის