logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
გია გაჩეჩილაძე ოპოზიციას მოუწოდებს პარლამენტთან მოყვანილი ცხვრები ეკლესიას შესწირონ, იქნებ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულები ეპატიოთ
გია გაჩეჩილაძე ოპოზიციას მოუწოდებს პარლამენტთან მოყვანილი ცხვრები ეკლესიას შესწირონ, იქნებ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულები ეპატიოთ
18:33 08.09.2019
ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარე, გია გაჩეჩილაძე ოპოზიციას მოუწოდებს პარლამენტთან მოყვანილი ცხვრები ეკლესიას შესწირონ, იქნებ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულები ეპატიოთ

მან თავის გამოსვლაში იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე ისაუბრა, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა. მან განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის გამოსვლა დღეს ამ ტრიბუნაზე იყო მწვერვალი იმ იდეოლოგიისა და იმ პიარ მანქანისა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია წლების განმავლობაში. „ეს იყო მწვერვალი იმ სიყალბის მანქანისა, რომელსაც ცდილობს საზოგადოებას თავზე მოახვიოს. ანუ ის, რომ თვითონ არიან დასავლური ორიენტაციის და ჩვენ თურმე გეზი ავიღეთ ჩრდილოეთისაკენ. ეს მაშინ, როდესაც საქართველოს დღევანდელი სიტუაცია ისე არასოდეს არ ყოფილა ახლოს ნატოსთან, ევროკავშირთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აშშ-სთა“, განაცხადა გია გაჩეჩილაძემ. მისი თქმით, თვითონ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი რუსეთს დაუთმო - ეკონომიკა, ტერიტორიები და ყოველმხრივ შეუწყო ხელი, რომ რუსეთი გაბატონებულიყო არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში.

მან მრავალი მაგალითი მოიტანა იმისა, თუ რა არასახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს იღებდა „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც საქართველოში ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში, იქნებოდა ეს გაეროს უშიშროების საბჭო თუ სხვა. რისი გამოსწორებისთვისაც დიდი შრომა დასჭირდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. კერძოდ, მისი თქმით, „გაეროს უშიშროების საბჭოში განცხადება არ შეიტანეს და მსოფლიოს არ შეატყობინეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს დაიწყო საქართველოში. სამაგიეროდ რუსეთმა შეიტანა საქართველოს წინააღმდეგ 8 აგვისტოს და ამითი გაიმაგრა საერთაშორისო პოზიციები. ტყუილია ის ამბავი, რომ ნაციონალური მოძრაობის ამ დელეგაციამ მხარი დაუჭირა იმ ჩანაწერს ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რომ საქართველომ დაიწყო სამხედრო მოქმედებები? ხელი მოაწერეს „ინტერრაოსთან“ რუსეთის სახელმწიფო კომპანიასთან ენგურჰესის ერთობლივ ექსპლოატაციაზე? და 2009 წელში უკვე გადასცეს მთლიანად მთელი ენერგეტიკული რესურსები - ხრამჰესი, ხრამი2, თბოსადგურები და ა.შ?“

მან თავის გამოსვლაში ასევე გაიხსენა ზვიად გამსახურდიას მიერ გაუქმებული აქტი 1990 წელს სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რომელიც იმ ხელისუფლებამ 2007 წელს აღადგინა. –„სამარშრუტო ხაზები დადიოდა. ყველაფერი დარეგულირებული იყო, ბაზრობა იყო, ქორწილებში და დღეობებში დადიოდნენ ერთმანეთთან და აი რა გააკეთეს ამათმა. თავიდან აურიეს ყველაფერი იმისათვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო და ახლა ცხინვალისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე სამხედრო ბაზები, რომელიც 1999 წლის სტამბოლის შეთანხმების საფუძველზე იყო შემოაყვანინეს, და არა მარტო საქართველოს ემუქრება ახლა ეს ბაზები, რეგიონული მასშტაბის საფრთხე გახადეს ეს ტერიტორიები, იმიტომ, რომ სარაკეტო სისტემები დააყენა რუსეთმა უკვე იქ“.

დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა გაეროს 2009-10 წლის მონაცემებზე, სადაც საქართველოში დიდი რაოდენობით ჰეროინის ტრასის არსებობაზეა საუბარი. რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს დიდი ძალისხმევის შედეგად ჩაიკეტა და რაც ასევე აისახა გაეროს მონაცემებში. მან ისაუბრა მაშინ ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობაზეც და განაცხადა, _“მოსახლეობის 81% ვერ ღებულობდა დაზღვევას, და ვერ მოდიოდა ექიმთან. ყველა სტატისტიკაა მოცემული. 80 ათასი ოჯახი დაგვიტოვეს უსახლკაროდ.

მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს, რომ ასეთი გენიალური პროგრამა შექმნა დაზღვევის, ასევე C ჰეპატიტის ამხელა პროგრამა მუშაობს და რამდენი სიცოცხლე გადარჩა ამის გამო”.

გიორგი გაჩეჩილაძემ 20-21 ივნისის მოვლენებზეც შეაჩერა ყურადღება და გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ იმ დროს სწორი გადაწყვეტილება მიიღო და საქართველო დესტაბილიზაციას გადაარჩინა. –„გულწრფელად გეუბნებით, ეს ნამდვილად ღირსეული საქციელი იყო საქართვლოს შინაგან საქმეთა მინისტრისა, სხვანაირად ეს არ გამოვიდოდა, იმიტომ რომ ამას აუცილებლად სისხლისღვრა მოყვებოდა. იმიტომ, რომ თქვენ კარგად იცით აქ უკვე შემოყვანილი ყავდათ მაგათ ხალხი, საშვები იყო დაშვებული. და ეს იყო სპეცოპერაცია გარედან დაგეგმილი“.

მან ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა პარლამენტთან მოყვანილი ცხვრები ეკლესიას შესწირონ, იქნებ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულები ეპატიოთ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის