logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
მიხეილ ყაველაშვილი ეთანხმება სამთავრობო პროგრამის იმ აქცენტს, რომ მთავარი ორიენტირი ადამიანური კაპიტალის განვითარებაა
მიხეილ ყაველაშვილი ეთანხმება სამთავრობო პროგრამის იმ აქცენტს, რომ მთავარი ორიენტირი ადამიანური კაპიტალის განვითარებაა
18:24 08.09.2019
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი ეთანხმება პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ გაჟღერებულ მთავარ გზავნილს, რომ მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალის განვითარება ჩვენს ქვეყანაში. მისი თქმით, ამ ხელისუფლების მოსვლის დღიდან მათი მთავარი ორიენტირი იყო ადამიანი. –„არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც თითქმის ყველა დამნაშავეშიც ადამიანს ვეძებდით, განსხვავებით ჩვენი ყოფილი ხელისუფლებისა, რომლებიც ყველა ადამიანში ეძებდნენ დანაშაულს“.

მან ასევე ისაუბრა ჩვენი ქვეყნის სპორტული მიღწევების შესახებ და აღნიშნა, რომ მიუხედავად მაღალი მიღწევებისა, სპორტში მრავალი წარმატებისა აუცილებელია ყველამ გავითავისოთ, რომ ყველა ადამიანის ყოფით ნაწილში უნდა შევიდეს ჯანსაღი ცხოვრება და სპორტი. ამისათვის კი საჭიროა შესაბამისი გარემოსა და ინფრასტრუქტურის შექმნა, რომლის თაობაზეც მჭიდროდ თანამშრომლობენ შესაბამის სამინისტროებთან.

მიხეილ ყაველაშვილი თავის გამოსვლაში 20 ივნისი მოვლენებსაც შეეხო და თქვა, რომ ის რაც მოხდა, არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის პასუხისმგებლობა. –„ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში ისე გუნდში. აქ მარტო გიორგი გახარია არ ყოფილა, აქ ვიყავით ყველა ჩვენთაგანი და ყველა ჩვენთაგანის პასუხისმგებლობით მოხდა თითოეული ნაბიჯის გადადგმა. ეს არის მთავარი და აქ არ შეიძლება რომელიმე პიროვნება გამოვყოთ ამ ღამესთან დაკავშირებით. ეს იყო შტურმის მცდელობა, მე თვითონაც ვაკვირდებოდი, ვადევნებდი თვალყურს და გადავრჩით, დიახ, გადავრჩით ამ საშინელი ძალის რევანშისტული განწყობებისგან, ეს უნდა ვიცოდეთ და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩემი შვილების თანატოლები გამოთქვამდნენ სრულიად გულწრფელ პროტესტს, თუმცა მაშინვე ვიწინასწარმეტყველე, რომ ის ძალა, რომელიც დომინირებდა, ამ ახალგაზრდებს, რა თქმა უნდა ცდუნებაში ჩააგდებდა და ესეც მოხდა“, -თქვა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც წარმატება უსურვა გიორგი გახარიას და მის გუნდს და თქვა, რომ ყველა ის პროცესი და პროგრამა, რომელიც უკვე აქვთ სამინისტროებს, აუცილებლად უნდა განხორციელდეს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის