logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: როცა დრო მოვა, შეგვცვალონ ჩვენზე უკეთესებმა და არა წარსულის მძიმე ცოდვებით დამძიმებულმა, მატყუარა და მოძალადე პოლიტიკოსებმა
მამუკა მდინარაძე: როცა დრო მოვა, შეგვცვალონ ჩვენზე უკეთესებმა და არა წარსულის მძიმე ცოდვებით დამძიმებულმა, მატყუარა და მოძალადე პოლიტიკოსებმა
18:06 08.09.2019
„არცერთი თანამდებობა, არცერთი ხელისუფლება არ არის მუდმივი და ხელოვნური არ ვიქნები, თუ ვიტყოდი, რომ მთელი ჩვენი საქმიანობა მთავარ გამოწვევებზე მუშაობასთან ერთად, მათ შორის, უნდა მივმართოთ იქითკენ, რომ როცა დრო მოვა, შეგვცვალონ ჩვენზე უკეთესებმა და არა წარსულის მძიმე ცოდვებით დამძიმებულმა, მატყუარა და მოძალადე პოლიტიკოსებმა“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას მხარდაჭერა დაუდასტურა და მმართველი გუნდის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა. ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, სოციალურ პრობლემებსა და ოკუპაციასთან ერთად, ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა სიცრუე და დეზინფორმაციაა.

„ბატონო გიორგი, ვუერთდები თქვენს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სიცრუე არის არა გამოწვევა, არამედ პრობლემა, დეზინფორმაცია, რომლის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შეიძლება, პროგრესი ვერ ვაჩვენოთ, ვერ უზრუნველვყოთ, უფრო მეტიც, იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, არსებობს ამ ქვეყანაში ძალა, თავისი სხვადასხვა განშტოებებით, თავისი მედია-საშუალებებით, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მუდმივად სტრესის და დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ და ამ ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ ამყოფოს საზოგადოება“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ოკუპაციის გაპროტესტებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ქვეყანამ ტერიტორიები და ადამიანები წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი ჩართულობის გამო დაკარგა. მამუკა მდინარაძემ ოპონენტებს საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაც შეახსენა, რომელსაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს.

„ 2012 წლის შემდეგ 220-ზე მეტი ძალიან სერიოზული, მხარდამჭერი დოკუმენტია ჩვენი დასავლელი პარტნიორების შესრულებით, რომელიც ეხება მთავარ პრობლემას - ოკუპაციას, დეოკუპაციის საკითხებს და ეს არის „ქართული ოცნების“ მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად მიღებული შედეგი. დღეს აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და ცდილობენ, რომ რაღაცნაირად, ეს პრობლემა ჩვენ მოგვაწერონ. გარეთ არიან ახალგაზრდები. მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიცრუის შედეგად, იქ არის ბევრი ახალგაზრდა, რომელსაც ჯერა იმისა, რასაც ამბობს და რასაც აკეთებს. ჩვენ მათ უნდა ვუთხრათ, რომ, მაგალითად, კარგად წაიკითხონ რეზოლუციის ეს პუნქტები“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ფრაქციის თავმჯდომარის შეფასებით, პრემიერ მინისტრობის კანდიდატის განცხადება სიცრუესა და დეზინფორმაციასთან ბრძოლასთან დაკავშირებით, სერიოზული პოლიტიკური განაცხადი იყო. „ოკუპაცია, სიღარიბესთან ერთად, გამოწვევების ადეკვატურად არის შეფასებული სამთავრობო პროგრამაში და გადაჭრის გზებზეც არის საუბარი. ჩვენ მხარს დავუჭერთ მთავრობის შემადგენლობას“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის