logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
აკაკი ზოიძე: ერთ წელიწადში ადამიანებს რომ რწმენა შეექმნას - საჯარო სამსახური მათი პრობლემების გადაწყვეტისკენ არის მომართული - ამის შექმნა და ამის გაკეთება ნამდვილად შეგვიძლია
აკაკი ზოიძე: ერთ წელიწადში ადამიანებს რომ რწმენა შეექმნას - საჯარო სამსახური მათი პრობლემების გადაწყვეტისკენ არის მომართული - ამის შექმნა და ამის გაკეთება ნამდვილად შეგვიძლია
16:52 08.09.2019
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, დადებითად შეაფასა პრემიერ მინისტრობის კანდიდატის და მთლიანად მთავრობის განახლებული გუნდის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ სამთავრობო პროგრამა ორიენტირებული იქნება დაპირებების, გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე.

„მისასალმებელია, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება, რომ რასაც დავპირდებით - გადაწყვეტილებების მიღება აღსრულება, დანერგვა იქნება ერთიანი პროცესი და ძალიან მოკლე პროცესი, რომელსაც კონკრეტული შედეგი მოყვება“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისივე შეფასებით, „ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა, რაც არის ამ ქვეყანში დღეს, არის სიცრუის პროპაგანდის, დეზინფორმაციის, მოდელირებული რეალობის ფაბრიკა და მასთან ბრძოლა. ეს ფაბრიკა რეალურად თესავს შუღლს, სიძულვილს საზოგადოებაში, იწვევს პოლარიზაციას და, რაც მთავარია, და რაც გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს თესავს უიმედობას, იმედგაცრუებას და ნიჰილიზმს მოქალაქეებში არა ქართული ოცნების ხელისუფლების, არამედ ზოგადად ქვეყნის მომავლის მიმართ. ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე, ის რაც შეიძლება ჩვენს სახელმწიფოებრიობას დაემუქროს, რაც შეიძლება ჩვენ, როგორც ერს დაგვემუქროს. და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი რომ ვებრძოლოთ ამ მანქანას“ - აღნიშნა მან.

აკაკი ზოიძის განცხადებით, ობიექტურ რეალობაში ამის საფუძველი არის გულგრილი სახელმწიფო მოხელე, რომელიც მხოლოდ თავისთავზე ზრუნავს, ან თავის ოჯახზე და აუცილებელია შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, რათა მოქალაქეები დავარწმუნოთ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე. აკაკი ზოიძის განცხადებით, ამის შესაძლებლობას ნამდვილად იძლევა სამთავრობო პროგრამა.

„ქვეყნის სასწაულებრივი გაბრწყინება რთული იქნება, მაგრამ ერთ წელიწადში ადამიანებს რომ რწმენა შეექმნას იმისი, რომ საჯარო სამსახური სოფლის რწმუნებულიანად დაწყებული უმაღლესი თანამდებობის პირებით, მათი პრობლემების გადაწყვეტისკენ არის მომართული - ამის შექმნა და ამის გაკეთება ნამდვილად შეგვიძლია და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

აკაკი ზოიძის განცხადებით, დიდი მიღწევა იყო საყოველთაო ჯანდაცვის შემოღება, რომელმაც თავის დროზე, ათასობით ოჯახი გადაარჩინა ფიზიკურ განადგურებას და ასი ათასობით ოჯახი სიღარიბეს, თუმცა დღეს გარკვეული პრობლემები არის და მათ მოგვარებაში პარლამენტის კომიტეტი მთავრობას თანამშრომლობას სთავაზობს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა