logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: ოკუპაციასთან ბრძოლას რეალური საქმე სჭირდება და არა პოპულისტური გამოხტომები, რომელსაც ხშირ შემთხვევაში თითოეული მოქალაქისთვის ზიანი მოაქვს
გიორგი გახარია: ოკუპაციასთან ბრძოლას რეალური საქმე სჭირდება და არა პოპულისტური გამოხტომები, რომელსაც ხშირ შემთხვევაში თითოეული მოქალაქისთვის ზიანი მოაქვს
16:13 08.09.2019
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, საპარლამენტო სიტყვით გამოსვლისას, მნიშნელოვანი ნაწილი დაუთმო ქვეყნის ოკუპაციის პრობლემას. მისი განცხადებით, ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა და ქვეყნის განვითარების ყველაზე დიდი მუხრუჭი.

„ჩვენი უსაფრთხოების ყველაზე ძირითადი გამოწვევა არის ოკუპაცია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ და ვამბობთ რომ საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული, ყოველთვის აქვე ხაზგასმით უნდა ვთქვათ და აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ეკონომიკის 20% პროცენტი არის ოკუპირებული, რომ ქვეყნის განვითარების პოტენციალის 20% არის ოკუპირებული, რომ ქვეყნის ადამიანური კაპიტალის 20% არის ოკუპირებული. ამაშია ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი უსაფრთხოების და ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარების ყველაზე დიდი მუხრუჭი. ამ მიმართულებით ჩვენ ვიქნებით ცივი გონებით, უაღრესად პრინციპულები და მიმწოლები იმისთვის, რომ პირველ რიგში, დავიცვათ თითოეული მოქალაქის ღირსება, თითოეული მოქალაქის ინტერესი, რომელიც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზს მიღმა და დავიცვათ იმ მოქალაქეების ინტერესი, რომლებიც დღეს, ჩვენი საზოგადოების ნაწილს, დევნილებს წარმოადგენენ. ჩვენ აქ ერთმნიშვნელოვნად ვეცდებით, რომ მოვახერხოთ სადამკვირვებლო მისიის, მათი ძირითადი მანდატის გავრცელება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის ძირითადი ამოცანა და ეს არის ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რითიც ჩვენ შეგვიძლია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შევქმნათ ელემენტარული, საბაზისო ადამიანის უფლებების დაცვა, სადაც დღეს ჩვენ მოქალაქეებს საკუთარ ენაზე განათლების მიღების საშუალებაც არა აქვთ.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ოკუპაციასთან ბრძოლას სჭირდება რეალური საქმე. ამ საქმეს ჩვენ მაგივრად არავინ არ გააკეთებს და პოპულისტური გამოხტომები, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ზიანი მოაქვს, თითოეული მოქალაქისთვის, რომლებიც ან დევნილის სახით, ან საოკუპაციო ხაზს მიღმა, ან თუნდაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, განსაკურებით პოლიტიკოსებს, არა აქვს მნიშვნელობა ხელისუფლების რომელ ფრთას წარმოადგენენ - თითოეული ჩვენი სიტყვა, თითოეული ჩვენი განცხადება, ქმედება შეიძლება აისახოს იმ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე რომლებიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრობენ და პროვოკაციული ქმედებები, პოპულისტური, უპასუხისმგებლო - ეს არის ის რაც ჩვენ უნდა დავასრულოთ თუ გვაინტერესებს, თუ ამოვდივართ ქვეყნის და ამ ადამიანების ინტერესებიდან.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა