logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: ორი მნიშვნელოვანი რისკია, ეს არის სიცრუე, როგორ პროპაგანდის ინსტრუმენტი, რომელიც პირდაპირ ზემოქმედებს მოქალაქეზე და მეორე დეპრესიამდე მიყვანილი, დაბულინგებული ბიუროკრატია
გიორგი გახარია: ორი მნიშვნელოვანი რისკია, ეს არის სიცრუე, როგორ პროპაგანდის ინსტრუმენტი, რომელიც პირდაპირ ზემოქმედებს მოქალაქეზე და მეორე დეპრესიამდე მიყვანილი, დაბულინგებული ბიუროკრატია
16:04 08.09.2019
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულს სხდომაზე მთავრობის მუშაობის ძირითადი მიმართულებებზე ისაუბრა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის დროსაც მუშაობდნენ.

„როდესაც თქვენ ამბობთ, რომ „თქვენ და ნაციონალური მოძრაობა ერთმანეთს ასაზრდოებთ“, დღეს, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ამ ქვეყანაში, თუკი ვინმე არის, ეს არის კეთილსინდისიერი, საშუალო ბიუროკრატია. ესენი არიან დამიანები, რომლებიც პოლიტიკური კონიუქტურის გაუთვალისწინებლად და ამ კონუქტურიდან ცალკე, ამ ქვეყანას და მის მოქალაქეებს ემსახურებიან. შეიძლება, პოლიტიკური დაკვეთების კონტექსტში, მათ რაღაც გადაცდომები ჰქონდათ - ვიღაცას ჰქონდა მეტი, ვიღაცას ქონდა ნაკლები, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ჩვენ გამოვდივართ და ვამბობთ, რომ პოლიცია უნდა იყოს აბსოლუტურად პოლიტიკურად ნეიტრალური და პირველ რიგში, ბიუროკრატია უნდა იყოს აბსოლუტურად ნეიტრალური, მაგრამ მისი ძირითადი განმსაზღვრელი, შემფასებელი არგუმენტები უნდა იყოს ეფექტურობა და კეთილსინდისიერება, სხვა ყველაფერი არის შეუძლებელი. მაშინ გამოდის, რომ ეს ბულინგის მსხვერპლი ხალხი, რატომ არიან ცუდ დღეში? არიან როგორც ნაც. მოძრაობის მხრიდან, დღეს, თქვენი მხრიდანაც. მაშინ როდესაც, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც კეთილსინდისიერად ემსახურებიან ქვეყანას და მათი კარიერული წინსვლა, ზრდა, პროფესიონალიზმი, კომპეტენცია უნდა იყოს შენარჩუნებული, იმისდა მიუხედავად ვინ დგას ამ მიკროფონთან, ან ხვალ ვინ იქნება ხელისუფლებაში. ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ პოლიტიკური თავდასხმების შედეგად, ჩვენ წლების განმავლობაში, ვერ შევქმენით ეფექტური ბიუროკრატია და თუ ასე გავაგრძელებთ, ვერ შევქმნით, იმიტომ, რომ ეს ბიუროკრატია ხან არის ნაც. მოძრაობის თავდასხმების მსხვერპლი და ამ ხალხს უბრალოდ აბულინგებენ და აშინებენ. მარტო მათ არა, მათ ოჯახის წევრებს ემუქრებიან. მათ კი არა, მეც მემუქრებიან. ისევე როგორც, ახლა თქვენი მხრიდან გახდნენ თავდასხმის შედეგი.

არის ორი მნიშვნელოვანი რისკი, რომელიც ჩვენ გვაქვს- ეს არის სიცრუე, როგორ პროპაგანდის ინსტრუმენტი, რომელიც პირდაპირ ზემოქმედებს მოქალაქეზე, ეს არის რევანშის ერთ ინსტრუმენტი და მეორე არის დეპრესიამდე მიყვანილი, დაბულინგებული ბიუროკრატია, რომელიც არის გაშეშებული და უბრალოდ, სახელმწიფო დაიცვას კი არა, თავისი თავის დაცვის პრობლემა აქვს. შესაბამისად, პირველ რიგში, მე ამ ადამიანებს მინდა მხარი დავუჭირო და დავპირდე მათ, რომ მათი შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი იქნება მათი კომპეტენცია, ეფექტურობა და კეთილსინდისიერება და სხვა არაფერი. მათ კარიერული ზრდის ძირითადი მოტივებიც იქნება ეს. მე ვიცავ ეფექტურ და კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეს, რომელსაც ჭირდება მხარდაჭერა. ამ საჯარო მოხელის გარეშე, ეს სახელმწიფო ვერ იფუნქციონირებს. განსაკუთრებით ვიცავ ამ საჯარო მოხელეების საშუალო რგოლს, იმ ადამიანებს, რომლებსაც ჭირდებათ ყოველდღიური მხარდაჭერა, მათ პროფესიონალიზმის ზრდა და მათ ყოველდღიური ზოგ და ხშირ შემთხვევაში, გმირული ქმედებების შეფასება და დანახვა უბრალოდ და არა ბულინგი, იმისთვის რომ ისინი თავის მოვალეობას კეთილსინისიერად ასრულებენ“-განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა