logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
logo2
logo2
გიორგი გახარია: ზოგჯერ სიმრთელე შეიძლება გამოწვევა იყოს ხელისუფლებისთვის, მაგრამ ჩვენ ამ სიმართლის არ გვეშინია
გიორგი გახარია: ზოგჯერ სიმრთელე შეიძლება გამოწვევა იყოს ხელისუფლებისთვის, მაგრამ ჩვენ ამ სიმართლის არ გვეშინია
11:22 08.09.2019
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში მიმდინარე განხილვა, სიტყვით გამოსვლით დაიწყო. გიორგი გახარიამ, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრინციპად, რაზეც მთავრობა იქნება ორიენტირებული, სიმართლე დაასახელა.

„არის კიდევ ერთი პრინციპი, რომელზე საუბარიც მე მაიძულა, ამ ბოლო დღეებში, თუნდაც პარლამენტში მიმდინარე მოვლენებმა და რომლის გარეშეც ალბათ, ქვეყნის განვითარებაზე საუბარი იქნება ზედმეტი. ეს არის სიმართლე. მეგობრებო, ჩვენ ეს დიდი პრობლემა გვაქვს, როდესაც სიცრუით და მოდელირებული რეალობით ხდება ჩვენს მოქალაქეებზე, რიგით მოქალაქეებზე ელემენტარული ზემოქმედება, მათ ფსიქიკაზე, მათ მორალზე. ეს არის ის ძირითადი დამანგრეველი ძალა, რომელიც ქმნის ილუზიებს. როდესაც ხდება სიცრუით სიმართლის ჩანაცვლება, როდესაც ჩვენ უბრალოდ არ ვაძლევთ მოქალაქეს საშუალებას ობიექტური რეალობა შეაფასოს ისე როგორც არის, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს ობიექტური რეალობაა. ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ სახარბიელო არ არის. ხშირ შემთხვევაში ეს იწვევს უდიდეს დეპრესიას და ეს ქმნის უდიდეს დაძაბულობას ქვეყანაში ყველა მიმართულებით. ეს ელემენტარულად ხელს უშლის ქვეყნის პოზიტიურ განვითარებას. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ ისეთი აღიარებული საყოველთაო საკითხები - საკვანძო საკითხები, რომლებიც ფასეულობების დონეზე, არც ერთი საქართველოს მოქალაქე კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს, ეს საკითხებიც კი სიცრუის საშუალებით დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, მაგალითად, ოკუპაცია. ჩვენ ყველანი შეთანხმებულები ვართ, რომ ოკუპაცია არის ყველაზე დიდი პრობლემა, ყველაზე დიდი გამოწვევა, ყველაზე დიდი ბოროტება ჩვენი ქვეყნის. ის ადამიანები, რომლებიც მდუმარე პასუხისმგებლობას მაინც უნდა გრძნობდნენ ამ ოკუპაციაზე, მოგვიწოდებენ და ბრალს გვდებენ ოკუპაციის შეფასებაში, რაც რა თქმა უნდა, არის მიუღებელი. საერთოდ, სამშობლოს სიყვარული და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის პრივატიზება არის დაუშვებელი. ჩვენ ამ აგრესიულ რიტორიკას, ჩვენ ამ აგრესიულ მოდელირებულ რეალობას უნდა დავუპირისპიროთ მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე. ეს სიმართლე ჩვენთვისაც არის გამოწვევა. სიმართლე პირველ რიგში გამოწვევა არის ხელისუფლებისთვის. მაგრამ ჩვენ ამ სიმართლის არ გვეშინია, არ გვეშინია იმიტომ, რომ ის საბაზისო ფასეულობები, რომლებიც 2012 წლის შემდეგ დამკვიდრდა ამ ქვეყანაში, რომელმაც ადამიანებს მოუტანა ძირითადი თავისუფლებები, გაათავისუფლა ისინი ძალადობისგან, მათ მოუტანა საკუთრების უფლების დაცვა, ელემენტარული სოციალური პირობების დაცვა და ა.შ., ეს უკვე საკმარისი არ არის და ჩვენ ეს ფასეულობები უნდა გავაფართოოთ. ჩვენ უნდა გვესმოდეს და უნდა გვახსოვდეს, რომ მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა ეს არის ის ძირითადი საკვანძო მომენტი, რომელმაც ამ ქვეყანაში მართლწესრიგის შემდგომი გამყარება და მის ეფექტურ დაყენებას უნდა შეუწყოს ხელი."-განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა