logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
logo2
logo2
გიორგი გახარია: ჩვენ ორიენტირებულები ვიქნებით საქმეზე, შედეგიანობაზე, ეფექტურობაზე - ჩვენ კარგად გვესმის ხალხის ხმა
გიორგი გახარია: ჩვენ ორიენტირებულები ვიქნებით საქმეზე, შედეგიანობაზე, ეფექტურობაზე - ჩვენ კარგად გვესმის ხალხის ხმა
10:49 08.09.2019
პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგა. სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ მთავრობის ძირითად სამოქმედო მიმართულებებზე ისაუბრა.

„უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვიდგე აქ და მოგმართოთ თქვენ, ამ სტატუსით. მინდა პირველ რიგში, მადლობა გადაგიხადოთ, იმ გაწეული შრომისთვის, რომელიც თქვენ, ჩემს კოლეგა მინისტრებთან ერთად გასწიეთ ბოლო დღეების განმავლობაში. ეს იყო დეტალური განხილვა მთავრობის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის, ამიტომ მე დღეს შევეცდები პრინციპებზე, საკვანძო ფასეულობებზე და რა თქმა უნდა, მთავრობის სამოქმედო, ძირითად განზომილებებზე ვისაუბრო.

ჩვენ ძირითადად ორიენტირებულები ვიქნებით საქმეზე, შედეგიანობაზე, ეფექტურობაზე. ეს იქნება ჩვენი ძირითადი პრინციპები და ჩვენ კარგად გვესმის ხალხის შეფასება. ხალხის ხმა იქნება ჩვენი ძირითადი მაკოორდინირებელი ძალა. ჩვენ ასევე, გვესმის, რომ ჩვენს მოქალაქეს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის, ქალაქში თუ სოფელში, არ აინტერესებს ჩვენი პროგრამები, ინიციატივები, რეფორმები და გეგმები. მისთვის სახელმწიფოს განსახიერება არის რიგითი სახელმწიფო მოხელე, რომელიც ვერ ასრულებს, ხშირ შემთხვევაში, ან ასრულებს მის დაკვეთას, უგვარებს მას ყოველდღიურ პრობლემებს. ამიტომ, მიზნის მისაღწევად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და ვიშრომოთ ერთად: მთავრობამ, პარლამენტმა, ხელისუფლებამ ერთად, ოპოზიციამ, მათ შორის და რა თქმა უნდა, ჩვენმა მოქალაქეებმა. სხვანაირად ჩვენ ჩვენს მიზანს - წარმატებულ ხვალინდელ დღეს, ვერ მივაღწევთ. რა იქნება ჩვენი ძირითადი პრინციპი - რა თქმა უნდა, ეფექტიანობა. ეფექტიანობა და კიდევ ერთხელ ეფექტიანობა. ქმედითი ღონისძიებები იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს შევუმსუბუქოთ საკმაოდ მძიმე ყოფა. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი იქნება შემდეგი -გონივრული ვადა. შეუძლებელია, რომ ჩვენ ჩვენს მოქალაქეს არ ვუთხრათ რას ვაკეთებთ, რა გეგმა გვაქვს და ეს გეგმა როდის იქნება შესრულებული. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რა თქმა უნდა, იქნება კეთილსინდისიერება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეფექტურობა, გონივრულ ვადაში და კეთილსინდისიერება - ეს იქნება ძირითადი პრინციპი და აქ კეთილსინდისიერებასთან ბმაში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობისთვის ყველა სახის კორუფციასთან ბრძოლა იქნება. ეს არ არის გასაკვირი იმიტომ, რომ ჩვენს მსგავს ეკონომიკებში, გარდამავალ ეკონომიკებში, სუსტი ინსტიტუციებით, კორუფციასთან ბრძოლა უნდა იყოს მუდმივი პროცესი და შემდგომი 10-20 წელი ეს პრიორიტეტი ყოველდღიურად უნდა იდგეს ჩვენს წინაშე"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა