logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
თამარ ხულორდავა: ძალიან თანმიმდევრულები ვართ და კონკრეტული  ხელშესახები მიღწევები გვაქვს
თამარ ხულორდავა: ძალიან თანმიმდევრულები ვართ და კონკრეტული ხელშესახები მიღწევები გვაქვს
17:46 07.09.2019

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, პარადოქსულია, რომ ოპონენტების ერთ-ერთი ძირითადი პრეტენზია, ხელისუფლების

მისამართით საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებს უკავშირდება.
ამის შესახებ ხულორდავამ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების სხდომაზე განაცხადა.
"ყოველგვარი ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე, შეიძლება ითქვას რომ ვართ ძალიან თანმიმდევრულები და გვაქვს კონკრეტული ისეთი ხელშესახები მიღწევები, როგორიც არის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, რომელიც თავის თავში მოიცავს თავისუფალ ვაჭრობას; გაზრდილი გვაქვს ჩვენი მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროკავშირის სივრცეში, გვაქვს ევროკომისიასთან სამთავრობო გუნდის კოორდინაციისა და თანამშრომლობის უმაღლესი ფორმატი, რომელიც უპრეცედენტოა, რადგან ასეთი რამ, როცა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, კომისია, კომისიის შემადგენლობა, უმაღლეს დონეზე თანამშრომლობს ქვეყნის ხელისუფლებასთან, სხვა იმავე პირობებში მყოფ ქვეყნებს როგორიც ჩვენ ვართ, არ აქვს", - განაცხადა თამარ ხულორდავამ. 

მისივე თქმით, იგივეა ნატოს მიმართულებით, რადგან საქართველო არის ნატო-ს სანდო და მყარი პარტნიორი, რასაც ალიანსის წევრები ხშირად აღნიშნავენ.

"ჩვენ ვართ ნატოს არაწევრი ქვეყანა, რომელთანაც ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვს ალიანსს, რასაც ხშირად თვითონ აფიქსირებენ ალიანსის წარმომადგენლები. ისინი ხშირად გვიხსენებენ როგორც სანდო, მყარ პარტნიორს. ჩვენ მზად ვართ შემდეგი ნაბიჯებისთვისაც. ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ასევე, განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც არის მუდმივად სპეკულაციები და პრეტენზიები სწორედ ჩვენს საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებთან და კურსთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვაქვს ეს პოლიტიკური ორიენტირები გაცხადებული. ჩვენი ამოსავალი წერტილი ახლა არის ის თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც ევროკავშირთან გვაქვს და ეს არის ასოცირების შეთანხმება", - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ევროპასთან ინტეგრაცხიის კომიტეტის თავმჯდომარე მთავრობის კანდიდატებთან შეხვედრისას დაინტერესდა თუ როგორ აპირებს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას, მომავალი პრემიერ-მინისტრი.

"ძალიან მნიშვნელოვანია, პრემიერმინისტრის დონეზეც იყოს აქტიური ჩართულობა, იმისთვის რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ლიდერის პოზიციები ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით, იმიტომ რომ ეს არის ევროკავშირთან ჩვენი შემდგომი ინტეგრაციის წინაპირობა", - განაცხადა თამარ ხულორდავამ. იგი ასევე, დაინტერესდა თუ რას ფიქრობს მთვრობის ხელმძღვანლობის კანდიდატი ევროკავშირში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით განაცხადის გაკეთებაზე.

"რა თქმა უნდა ამის წინაპირობაც უნდა იყოს - ერთი მხრივ ასოცირების შეთანხმების უზადო შესრულების გაგრძელება, რომელიც ჩვენ აქამდე გვაქვს. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება სულ უფრო და უფრო რთულდება, რადგან ჩვენნაირი ქვეყნისთვის, რომლის ეკონომიკური მდგომარეობაც სამწუხაროდ, არ არის ძალიან სახარბიელო ამ ვალდებულებების შესრულება გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება. მაგრამ სწორედ, ამიტომ გვაინტერესებს რამდენად პრიორიტეტული იქნება ეს და როგორ ვაპირებთ შემდგომშიც ამ ვალდებულებების მაღალ დონეზე შესრულებას", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, ევროკავშირში საქართველოს წევრობის ამბიცია ვერანაირად ვერ განხორციელდება მხოლოდ ძალიან მაღალ დონეზე არსებული თანამშრომლობით, რომელიც ქვეყანას აქვს ევროკავშირის ინსტიტუტებთან. "ამ გზაზე, შემდგომი ნაბიჯი დამოკიდებული იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქების პოზიციებზე, ამიტომ საინტერესოა ასევე, რას გეგმავთ ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით, იმისთვის რომ ჩვენი შემდგომი ინტეგრაციის გეგმები გავხადოთ უფრო ხელშესახები. მე მივესალმები თქვენს პრიორიტეტებს და პრინციპებს, რომელიც არის საქმე, შედეგზე ორიენტირება და სწორედ აქედან გამომდინარე, მაინტერესებს რა კონკრეტული საქმიანი ნაბიჯები შეიძლება გვქონდეს ორმხრივი თანამშრომლობის ნაწილში, იმისთვის რომ უფრო რეალური გავხადოთ ჩვენი ამბიციები, რომელიც აგრეთვე კონსტიტუციით გვაქვს განსაზღვრული", - მიმართა გიორგი გახარიას თამარ ხულორდავამ.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის