logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29
logo2
logo2
გიორგი გახარია: ჩვენი ევროატლანტიკური ორიენტაცია არის დაფიქსირებული, კონსტიტუციით გამყარებული
გიორგი გახარია: ჩვენი ევროატლანტიკური ორიენტაცია არის დაფიქსირებული, კონსტიტუციით გამყარებული
17:02 07.09.2019
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. მისი განცხადებით, ყველა ფორმატში, ყველა სახის თანამშრომლობა უნდა გაღრმავდეს და გაძლიერდეს.

„ჩვენი ევროატლანტიკური ორიენტაცია არის დაფიქსირებული, გამყარებული კონსტიტუციით, საკონსტიტუციო ჩანაწერით. საერთოდ სხვა ყველაფერი ამის მიღმა რაც აქ ხდება ეს არის ჩვეულებრივი სპეკულირება, ამიტომ ეს საერთოდ გადავდოთ. ჯერ შევეხები უვიზო რეჟიმს - რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უვიზო რეჟიმის მიღწევა შევინარჩუნოთ. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. აქ ჩვენ ბევრს ვმუშაობთ და ბევრს გავაკეთებთ კიდევ. უვიზო რეჟიმი არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ რაღაც, ბიზნესაქტივობებს ან ტურისტულ მიმოსვლებს, ეს არის კულტურული ფილტრაციის საშუალება, რომელსაც პირველ რიგში ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის. მეორე ნაწილი ძალზედ მნიშვნელოვანია, ეს არის საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური თავსებადობა, რაზეც ყოველდღიურად, კონცენტრირებულად უნდა ვიმუშაოთ და მაქსიმალურად ბევრი. ეს ის ფუნდამენტია, რაზეც უნდა დავაშენოთ, ფიქრის დაწყება განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით და პარალელურად ორმხრივ რეჟიმში წინასწარ, რომ ჩვენი პარტნიორებიც არ გავაკვირვოთ, მათი მომზადება. ეს არის ის ძირითადი მიმართულება, ის პრაქტიკული ნაბიჯები რაც არის გადასადგმელი და რითიც უნდა იყოს გამსჭვალული ჩვენი ყოველდღიური სამუშაო განრიგი. ნატოს მიმართულებით 2008 წლის განაცხადი არის ის გზამკვლევი, რასაც ჩვენ მივყვებით. ყველა ფორმატში, ყველა სახის თანამშრომლობა უნდა გაღრმავდეს და გაძლიერდეს, ისევე როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან სხვადასხვა ყველა სფეროში, ეკონომიკური, სამხედრო, უსაფრთხოება, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და კიდევ ბევრი რამ. ჩვენ უკვე იმდენს ვლაპარაკობთ და ვუმტკიცებთ ვიღაცას, რომ ჩვენი საგარეო ორიენტაცია და მიმართულება არის ეს, რომ მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტ ძალას, ენერგიას და დროს მოვახმართ კონკრეტულ ნაბიჯებს, შედეგიც უფრო სწრაფად დადგება. ეს არის და ეს. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი აქედან არის საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური თავსებადობა, რამაც უბრალოდ უნდა შექმნას საფუძველი ქართული სხვადასხვა საზოგადოების ბუნებრივი ინტეგრაციის- ბიზნეს, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, კულტურული თუ ა.შ. რომ ეს ინტეგრაცია უნდა მოხდეს ბუნებრივად. ამიტომ საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური თავსებადობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა