logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
გიორგი გახარია 20 ივნისის აქციის მონაწილეთა გაფრთხილებაზე: როგორც კი აქცია გახდა ძალადობრივი, გაკეთდა რამდენიმე საჯარო განცხადება
გიორგი გახარია 20 ივნისის აქციის მონაწილეთა გაფრთხილებაზე: როგორც კი აქცია გახდა ძალადობრივი, გაკეთდა რამდენიმე საჯარო განცხადება
16:49 07.09.2019
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან 20 ივნისის შესახებ უმრავლესობის დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრის, მამუკა მდინარაძის ერთ-ერთი კითხვაზე, 20 ივნისის აქციის მონაწილეების გაფრთხილების შესახებ, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ როგორც კი აქცია გახდა ძალადობრივი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა რამდენიმე განცხადება მითითებით, რომ „გთხოვთ, დატოვოთ პარლამენტის წინ ტერიტორია“..

„კანონი პირდაპირ მიგვითითებს, დაცულ ობიექტებზე თავდასხმის პირობებში პოლიციას შეეძლო ყველა სახის იარაღის გამოყენება. ეს ჩვეულებრივი კანონია. შესაბამისად, როგორც შედეგი პოლიციას გვქონდა პირდაპირი ვალდებულება, სახელმწიფო ინსტიტუტი, დაცული ობიექტი დაეცვა ორგანიზებული შტურმისგან და სხვა ყველაფერი არის ფაქტების ინტერპრეტაცია. იყო გარკვეული ფაქტები უფლებამოსილების გადამეტების და ჩვენ ამ თემას დავუბრუნდებით, თუმცა, აქ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო კიდევ ერთი რამ - გაფრთხილება.

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ როგორც კი აქცია გახდა ძალადობრივი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა რამდენიმე განცხადება მითითებით, რომ „გთხოვთ, დატოვოთ პარლამენტის წინ ტერიტორია“. მე პირადად ეს განცხადება გავაკეთე ამ შენობაში შემოსვლის დროს, ისევე როგორც ქალაქის მერმა ოფიციალურად მიმართა მომიტინგეებს. ტექნოლოგიურად, სხვადასხვა სახის სპეციალური აღჭურვილობის გამოყენების დროს, მაგალითად, წყლის ჭურვის, ასეთი გაფრთხილება არსებობდა. თუმცა, გადაუდებელი მოგერიების პირობებში, არც კანონი არ გვავალდებულებდა და საშუალებაც არ იყო ასეთი გაფრთხილების.

შესაბამისად, სპეკულირებაა ყველაფერი, როდესაც გაფრთხილების თემა ხდება აქტუალური. ისევე, როგორც სპეკულირებაა რეზინის ტყვიების გამოყენების, ან მათი სახეობების ნაწილში. არც ერთი ნაკლებად ლეტალური - თუნდაც ასეთი განმარტებით, რეზინის ტყვია შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ აღჭურვილობაში არ არსებობს უბრალოდ და სხვა ყველაფერი არის ტყუილი.

მე არ ვაკეთებ პოლიტიკურ შეფასებას, რა მიზანი ჰქონდა პარლამენტში შეჭრას, მაგრამ ფაქტი არის შემდეგი, ეს იყო ორგანიზებული ჯგუფების მიერ ძალადობრივი მცდელობა შტურმის საშუალებით პარლამენტის შენობაში შეჭრის, მაშინ როდესაც ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ ამ დროს, ღამის საათებში, როდესაც პარლამენტი არ ფუნქციონირებს, პარლამენტში უკვე იმყოფებოდა უამრავი ადამიანი, რომელსაც არანაირი კავშირი პარლამენტის მუშაობასთან არ ჰქონდა. ამის შემდგომ, არსებობდა პირდაპირი მოწოდებები პოლიტიკური ჯგუფების და პოლიტიკური ლიდერების, რომლებიც დღეს საუბრობენ იმაზე, რომ ისინი ცდილობდნენ მშვიდობიანი გზით მოეგვარებინათ კონფლიქტი და ასე შემდეგ. მე ვიცი უბრალოდ, რომ რამდენიმე თქვენგანი ამ კომუნიკაციაში იღებდა კიდევაც მონაწილეობას, როდესაც ისინი ოფიციალურად აცხადებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ამ ხალხს უკვე ვეღარ ვაკონტროლებთ, შესაბამისად პოლიტიკური შეფასების ნაწილი აქ არის ძალიან მარტივი“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის