logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
გიორგი გახარია: ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი ბიზნესგარემო, რომ პირველ რიგში ბიზნესმა შექმნას სამუშაო ადგილები
გიორგი გახარია: ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი ბიზნესგარემო, რომ პირველ რიგში ბიზნესმა შექმნას სამუშაო ადგილები
16:27 07.09.2019
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთი საკითხი ეხებოდა სიღარიბეს და სახელმწიფოს სოციალურ პასუხისმგებლობას.

„გონივრული ვადა სიღარიბის დაძლევის - ის, რაც ჩვენ პირდაპირ და სიმართლე უნდა ვუთხრათ ჩვენ მოქალაქეებს, რომ ეს შეუძლებელია გაკეთდეს ერთ დღეში, ორ დღეში, ერთ წელიწადში ან ორ წელიწადში. თუმცა, აქვე უნდა ავიღოთ ის ვალდებულება, რომ ჩვენ თუ ამისთვის გვჭირდება რამდენიმე წელი, სოციალური დაცვის მექანიზმები უნდა იყოს უფრო ეფექტური და უფრო მიზნობრივი. ეს ვალდებულება არის სახელმწიფო პირდაპირი პოზიტიური ვალდებულება. ალბათ, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ ის დიდი წვლილი, რაც სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში სახელმწიფომ უკვე გააკეთა, ალბათ რაღაც გარკვეული აუდიტი ჩასატარებელია, მისი ხარისხის მიზნობრიობის და ეფექტიანობის ნაწილში. თუმცა, რაც ეხება საერთოდ მმართველობის ეფექტურობას - საერთოდ ამ წლების განმავლობაში, ჩვენ იმდენი კარგი, შედეგიანი, მეტ-ნაკლებადაც ახალი ინიციატივა, პროგრამა და კიდევ ბევრი რამ შევთავაზეთ მოსახლეობას და ჩვენს მოქალაქეებს, რომ ალბათ, ეს საკმარისია. რამდენიმე წელი შეიძლება აუცილებელი იყოს მხოლოდ და მხოლოდ ამის იმპლემენტაციას და შესრულებას დავუთმოთ. მე მინდა გითხრათ, რომ ეს მთავრობა იქნება ორიენტირებული სწორედ ამაზე. ეფექტიანობა - ეს იქნება უმნიშვნელოვანესი და პირველი კრიტერიუმი და რა თქმა უნდა, დისციპლინა. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ეფექტური ბიუროკრატიის გარეშე ჩვენ ვერანაირ რეფორმას ვერ მივიყვანთ ლოგიკურ დასასრულამდე. ვერ გავაკეთებთ ისე, რომ ეს რეფორმა გონივრულ ვადაში შეგრძნებადი გახდეს ჩვენი მოქალაქისთვის. ჩვენ ახლა ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი მოქალაქისთვის, ქალაქში, სოფელში, სადმე - არა აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლება არის ის ჩინოვნიკი, რომელიც სამწუხაროდ, ხშირად ვერ ახერხებს იმ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ელემენტარული, საბაზისო - გზა, წყალი და კიდევ ბევრი რამ. ამიტომ, ერთი რამ უნდა ვთქვათ კიდევ, რომ კონცეპტუალურად სიღარიბის პრობლემის გადაწყვეტა, საბოლოო ჯამში, მაინც მიდის დასაქმებამდე, სამუშაო ადგილებამდე. ახლა ამ მიმართულებით ჩვენ რაღაც პოზიტიური ტენდენცია გვაქვს, სიღარიბის დონე ცოტა იწევს, სამუშაო ადგილები - მაგრამ ეს არ არის დამაკმაყოფილებელი. ტემპები უფრო მეტი გვჭირდება, მაგრამ არის რაღაც ფორმულების დონეზე, კონცეფციაზე უნდა შევთანხმდეთ. ეს კონცეფცია არის მარტივი - ქვეყანას სჭირდება როგორც პოლიტიკური, ასევე, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ბიზნესგარემო სჭირდება გამჭვირვალე და პროგნოზირებადი, რომ პირველ რიგში ბიზნესმა შექმნას სამუშაო ადგილები, ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი კომუნიკაცია ბიზნესთან, რომელსაც შეეძლოს პროგნოზის გაკეთება საშუალოვადიან პერსპექტივაში, რათა მან შექმნას საკმარისი ამ ქვეყნისთვის სამუშაო ადგილები. გაძლიერებულ ბიზნესს ჩვენ, სახელმწიფომ, უნდა ველაპარაკოთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე. სანამ ამ ყველაფერს ჩვენ არ გავაკეთებთ, ეს სოციალური პასუხისმგებლობა იქნება სახელმწიფოს ტვირთი და ჩვენ ამის ტარება მოგვიწევს. ეს არის ის წრე, რომელიც გეთანხმებით, რომ ერთ წელიწადში ვერ გავივლით, მაგრამ ეს არის ის რაც ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს. ერთმნიშვნელოვნად უნდა დავანებოთ თავი ახალ პროგრამებს, ინიციატივებს და კიდევ ბევრ რამეს. უნდა ავიღოთ, გავაკეთოთ აუდიტი, ის რაც უკვე პროგრამისა და ინიციატივის დონეზე გვაქვს გაკეთებული და ეს ყველაფერი უნდა გავიყვანოთ ბოლოში შედეგის სახით. ამის შემდგომ ვაგრძნობინოთ ამომრჩეველსაც, ჩვენსასაც და ჩვენი ოპონენტებისაც, რომ მხოლოდ დაპირება, ლაპარაკი, ინიციატივა - არა. კონკრეტული შედეგი, საქმეც, მაგრამ უკვე კონკრეტული შედეგი. ის შედეგები, რომელიც ჩვენ უნდა გვქონდეს პირველ რიგში უნდა იყოს ხელჩასაჭიდი და მგრძნობიარე მათთვის. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, სამუშაო ადგილები - ეს არის ერთადერთი გზა სიღარიბის დაძლევის, ძლიერი ბიზნესი, რომელმაც ეს სამუშაო ადგილები უნდა შექმნას, შემდგომ ბიზნესის ძლიერი სოციალური პასუხისმგებლობა, მანამდე სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც სახელმწიფომ უნდა ატაროს. ეს არის ფორმულა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ის ფორმულაა, რომელიც მისაღებია ყველა ჩვენგანისთვის“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის