logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29
logo2
logo2
აკაკი ზოიძე: მთელი ხელისუფლების ვერტიკალი უნდა იყოს ისე მოწყობილი, რათა ადამიანებს გაუჩნდეთ შეგრძნება, რომ საჯარო მოხელეები მათ ემსახურებიან და არა პირიქით
აკაკი ზოიძე: მთელი ხელისუფლების ვერტიკალი უნდა იყოს ისე მოწყობილი, რათა ადამიანებს გაუჩნდეთ შეგრძნება, რომ საჯარო მოხელეები მათ ემსახურებიან და არა პირიქით
16:20 07.09.2019
„მთავრობის მთავარი ამოცანა დღეს არის იმ ადამიანების შემოტრიალება, რომელთაც სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, გარკვეულწილად, იმედი გაუცრუვდათ და თვლიან, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ერთი წლის თავზე, რაც უნდა შევძლოთ ყველამ ერთად, ეს არის სწორედ ამ რწმენის დაბრუნება, რომ ქვეყანა სწორი გზით მიდის, რომ რაც კეთდება, კეთდება იმისთვის, რომ კეთილდღეობა იქნას მიღწეული, რომ მთავრობა ემსახურება ხალხს და არა პირიქით“,- ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

აკაკი ზოიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლების ვერტიკალი უნდა იყოს ისე მოწყობილი, რათა ადამიანებს გაუჩნდეთ შეგრძნება, რომ საჯარო მოხელეები მათ ემსახურებიან და არა პირიქით.

დეპუტატი დაინტერესდა, რა კონკრეტული ნაბიჯები იგეგმება და გადაიდგმება, ერთი წლის განმავლობაში, სიღარიბის შემცირებისთვის და ადამიანთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის.

კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ერთ წელიწადში ეკონომიკური სასწაულის მოხდენის მოლოდინი არავის აქვს, მაგრამ ამ დროის განმავლობაში, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადმა ნაწილმა კონკრეტული სარგებელი და შეღავათი უნდა იგრძნოს.

„ეს არის ჩემი აზრით, ის მეორე უმთავრესი კრიტერიუმი, რომელიც მომავლის რწმენას დაგვიბრუნებს, რომელიც ლარის კურსზეც კარგად იმოქმედებს, ჩვენი ინვესტორების რწმენაზეც იმოქმედებს და ახალგაზრდობის რწმენაზეც, რომ ამ ქვეყანაში განათლების მიღებას, მუშაობას და ცხოვრებას დიდი აზრი აქვს, საპენსიო რეფორმა წარმატებული იქნება, თუ ქვეყნის მომავალის გვჯერა“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა