logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
გიორგი გახარია: "ნაცმოძრაობა", მათი ფილიალი „ევროპული საქართველო“, არის ერთი ჯგუფი, რომელიც სიცრუეზე დაფუძნებით ცდილობს, საზოგადოებაში შექმნას ემოციური დაძაბულობა, რის საშუალებასაც არ მივცემთ
გიორგი გახარია: "ნაცმოძრაობა", მათი ფილიალი „ევროპული საქართველო“, არის ერთი ჯგუფი, რომელიც სიცრუეზე დაფუძნებით ცდილობს, საზოგადოებაში შექმნას ემოციური დაძაბულობა, რის საშუალებასაც არ მივცემთ
18:36 06.09.2019
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, მათი ფილიალი „ევროპული საქართველო“, არის ერთი ჯგუფი, რომელიც სიცრუეზე დაფუძნებით და მოდელირებული რეალობით ცდილობს, საზოგადოებაში შექმნას გარკვეული ემოციური დაძაბულობა, გარკვეული რევოლუციური მოლოდინები, რის საშუალებასაც რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივცემთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც პრემიერობის და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, დარღვეული იყო შეხვედრის ფორმატი და მას არ მიეცა დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა.

„დღეს ეს არის მეორე შეხვედრა და ფაქტია, სხვაობა საერთოდ არ არსებობს. „ნაციონალური მოძრაობა“ უბრალოდ, გაიქცა დარბაზიდან. მისმა ფილიალმა „ევროპულმა საქართველომ“ ხელში ჩაიგდო მიკროფონი. მათ საერთოდ არ აინტერესებდათ პასუხები. მიზანი იყო მხოლოდ ტყუილების, როგორც თავიანთი პოზიციის დაფიქსირება. გასაოცარი იყო, როდესაც მიკროფონთან პასუხის გაცემის საშუალებას არ იძლეოდნენ. საერთოდ დარღვეული იყო ყველა სახის ფორმატი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან რამდენიმეჯერ იყო შეთავაზებული, თუნდაც 20 ივნისის მოვლენებზე გვესაუბრა, მათ ეს არ აინტერესებდათ. პრობლემა არის კიდევ ის, რომ შეუძლებელია ქვეყნის პოზიტიური განვითარება, როდესაც ასეთი ოპოზიციაა - სასოწარკვეთილ მდგომარეობაში, რომელსაც არ შესწევს უნარი, შინაარსობრივ დისკუსიაში შემოვიდეს და მხოლოდ და მხოლოდ მოდელირებული რეალობით და ტყუილებით ცდილობენ თავიანთი პოზიციის დაფიქსირებას და მიკროფონის ხელში ჩაგდებით, არ გაძლევენ საშუალებას, უბრალოდ უპასუხო. თქვენ წარმოგიდგენიათ, ეს ხალხი რომ იყოს ხელისუფლებაში? მაშინ, როდესაც ისინი ჩვენ მედიათავისუფლებაზე გველაპარაკებიან, დღეს უბრალოდ პასუხის გაცემის საშუალებას არ გვაძლევდნენ და შექმნეს რაღაც გაურკვეველი ფორმატი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის