logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი: "ნაციონალურ მოძრაობას" შეუძლია მუდმივი დესტრუქციის მოდელირებული ქრონიკის რეჟიმში ამყოფონ ქვეყანა
გიორგი ვოლსკი: "ნაციონალურ მოძრაობას" შეუძლია მუდმივი დესტრუქციის მოდელირებული ქრონიკის რეჟიმში ამყოფონ ქვეყანა
17:04 06.09.2019
ძალაუფლება არ არსებობს. ორი ვარიანტია, ერთი რომ ხალხი ამყოფო მუდმივად, ხელკეტის ქვეშ, რაც გამოვიარეთ - გაავსო ციხეები, გააუპატიურო, დაამცირო, მოკლა, და მეორე არსებობს, კიდე რესურსი, რომელიც დევს მუშაობაში, ყოველგვარი ზეწოლის და ყოველგვარი დამცირების და მითუმეტეს სიცოცხლის წართმევის გარეშე, მე მგონი მეორე რესურსით გავიმარჯვებთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობას დესტრუქციული რევოლუციური სცენარი დაწერილი აქვს უკვე დიდი ხანია და გახარია იქნებოდა, მამუკა ბახტაძე თუ ნებისმიერი სხვა , ამ სცენარის განხორციელებას შეეცდებიან.

ძალიან საინტერესო ინფორმაციები მოდის ბოლო პერიოდში საზოგადოებასთან გამართული მასობრივი შეხვედრების შედეგებიდან, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი იარაღი, რომელიც ხელისუფლებას ამ შემთხვევაში გააჩნია. გარეთ რომ დღეს ათი კაცი იდგა და ამ 10 კაცის შემოშვების თემას მიეძღვნა მთელი ეს შეხვედრა, არანაირი ნიშნის მოგებით ამას არ ვამბობ, ყველა შემთხვევაში თუნდაც მაკო გომურის ამბის სპეკულაციით, ეს იქნება მოდელირებული ქრონიკა, გაგრძელება არჩევნების. მე ვფიქრობ, იმ საღამოს (გავრილოვის ღამე)ვინც იყო შეკრებილი, გაცილებით მეტია, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას უჭერენ მხარს. გაცილებით მეტია ის ადამიანები, თუნდაც იქ მდგომი, ვინც მიხვდა რა ჭაობში ითრევდნენ, მე ასე მგონია“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია მუდმივი დესტრუქციის, მოდელირებული ქრონიკის რეჟიმში ამყოფოს საზოგადოება, მაგრამ არსებობს სხვა ადამიანები, მომლოდინე ადამიანები, თუნდაც პრობლემები, ბევრი რამ გაკეთებული, რომელსაც ქვეყნისთვის რეალიზაცია სჭირდება.

გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის შენობაში მოქალაქეთა შეშვების თემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო სამი დღის მანძილზე ბევრი თხოვნა მიიღო სხდომებზე დასწრებასთან დაკავშირებით, ოპონენტების მიმართ საკმაოდ აგრესიულად განწყობილი ადამიანებისგან, მაგრამ რახან დაშვებული იქნა შეზღუდვა, ეს ვრცელდება ყველაზე.

,,რაც შეეხება შემოშვებას, არის ერთი პრობლემა. ბოლო სამი დღეა, რაც ეს განხილვები მიმდინარეობს, სხვაზე, ჩემს კოლეგებზე ვერ ვიტყვი, მე კი ბევრი თხოვნა, მოთხოვნა მივიღე ადამიანებისგან რომლებიც ძალიან, ზედმეტად აგრესიულად არიან განწყობილნი ჩვენი ოპონენტების მიმართ. კარგად მოგეხსენებათ, მიზეზები ბევრი არსებობს - ძალიან მძიმედ დაშავებული, დაზარალებული ადამიანები და მათი ჭირისუფლები, მოკლულებზე ვამბობ, მაგრამ ჩვენ, იძულებული ვარ ვთქვა, რომ ტუ კი დავუშვით ის, რომ შეზღუდვა მოხდეს, ამ ადამიანებსაც გავუკეთეთ შეზღუდვა. მე ვერ გეტყვით, ეს ადამიანები გულმხურვალე მხარდამჭერები არიან ქართული ოცნების ტუ არა არ ვიცი, მაგრამ საკამოდ აგრესიულები რომ არიან ჩვენი ოპონენტების, „სირცხვილის“ ორგანიზატორების მიმართ, მიმართ ეს ვიცი“,- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

გიორგი ვოლსკის თქმით, ძალაუფლება არ არსებობს. ორი ვარიანტია, ერთი რომ ხალხი ამყოფო მუდმივად, ხელკეტიც არ მინდა ვთქვა, „დუბინკის“ ქვეშ, რაც გამოვიარეთ, გაავსო ციხეები, გააუპატიურო, დაამცირო, მოკლა, ხომ არ ვაჭარბებ, რაოდენობა, გვარებით შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, და მეორე არსებობს, კიდე რესურსი, რომელიც დევს მუშაობაში, ყოველგვარი ზეწოლის და ყოველგვარი დამცირების და მითუმეტეს სიცოცხლის წართმევის გარეშე, მე მგონი მეორე რესურსით გავიმარჯვებთ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის