logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29
logo2
logo2
მარიამ ჯაში და გუგული მაღრაძე ვირჯინიის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდნენ
მარიამ ჯაში და გუგული მაღრაძე ვირჯინიის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდნენ
15:35 06.09.2019
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე ამერიკის შეერთებული შტატების ვირჯინიის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდნენ.

დელეგაცია წარმოდგენილი იყო ვირჯინიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის პროფ. ვან გროუდის, ვირჯინიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პრეზიდენტის დოქტორ ენდი მიულენარისა და ვირჯინიის უნივერსიტეტის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის დირექტორის ჯოშუა ანდერსენის შემადგენლობით. შეხვედრაში მონაწილეობდა აშშ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს ფონდის დირექტორი მაგდა მაღრაძე. ვიზიტი მოამზადა საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა.

ამერიკული დელეგაციის ვიზიტის მიზანია საქართველოს სამთავრობო წრეებსა და განათლების მუშაკებთან ერთად განიხილონ საქართველო-აშშ პარტნიორობის შესაძლებლობები საქართველოში ჯანდაცვის მიმართულებით განათლების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. პირველ ეტაპზე დელეგაციის ამოცანაა გაეცნოს საქართველოში ჯანდაცვის სექტორს და ჯანდაცვის დარგში განათლების მდგომარეობას.

მარიამ ჯაშმა სტუმრებს გააცნო ჯანდაცვის სფეროს განათლებაში არსებული ვითარება, მან აღნიშნა რომ საქართველოში ფუნქციონირებს რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი, რომლებიც კარგ თეორიულ ბაზას აძლევენ როგორც ქართველ, ისე სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუდენტებს. ძირითადი მასა უცხოელი სტუდენტებისა არიან აზიის და ჩრდილო აფრიკის ქვეყნებიდან.

საქართველოში წარმატებით ფუნქციონირებს ინგლისურენოვანი უნივერსიტეტი, რომელიც უკვე 30 წელია ამზადებს კადრებს ჯანდაცვის სისტემისთვის. ჯანდაცვის სფეროში განათლების მხრივ ბევრი გამოწვევაა სამედიცინო პროფილის უმაღლესი სასწავლებლების წინაშე. უპირველესად ის, რომ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ კარგი თეორიული განათლება, მაგრამ ნაკლებად ხელმისაწვდომია თანამედროვე მედიცინაში საჭირო პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავება, როგორც კლინიკების ნაკლებობის გამო, ისე იმ შედარებით ძველი მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, რაც უმეტესად გავრცელებულია სამედიცინო განათლების სფეროში საქართველოსა და სხვა პოსტ საბჭოთა ქვეყნებში. ეს ბარიერი გადასალახია და აქ ძირითადი როლი უნდა ითამაშოს მჭიდრო თანამშრომლობამ საქართველოს და მოწინავე დასავლეთის ქვეყნების სამედიცინო კერებთან, უპირველესად ძალიან სასარგებლოა აშშ-ში არსებული წარმატებული პრაქტიკის დანერგვა ქართულ სამედიცინო განათლებაში.

გუგული მაღრაძემ სტუმრებს გააცნო საქართველოში არსებული სოციალურ-პოლიტიკური ვითარება, ხაზი გაუსვა რომ საყოველთაო ჯანდაცვამ ბევრი რამ გააუმჯობესა ქვეყნის მოსახლეობისთვის ჯანდაცვისადმი ფინასური თუ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მხრივ, მაგრამ ახლა დღის წესრიგშია სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის ამაღლება და ხარისხის ერთგვარობა ქვეყნის დედაქალაქსა და რეგიონებს შორის. ამის მისაღწევად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამედიცინო განათლების ხარისხის ამაღლებას, რისთვისაც სასიკეთო ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას დღევანდელი ვიზიტის შემდეგ.

სტუმრებმა გამოთქვეს კმაყოფილება ვიზიტის ოპტიმალურად დაგეგმვის გამო, რომ მათ შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ როგორც სამთავრობო წრეების მაღალი რანგის წარმომადგენლებს, ისე სამედიცინო განათლებაში ჩართულ სპეციალისტებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა