logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
მაია ცქიტიშვილი: წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილია უპრეცენდენტო თანხა - 2 მილიარდი ლარი
მაია ცქიტიშვილი: წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილია უპრეცენდენტო თანხა - 2 მილიარდი ლარი
18:07 05.09.2019
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის გაერთიანებულ კომიტეტებზე სიტყვით გამოსვლისას უწყებაში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

„2019-2020 წლებში დავასრულებთ პროექტებს მესტიაში, ანაკლიაში, ურეკში, ზუგდიდში, ჯვარში, აბაშაში, ჭიათურასა და ქუთაისში. მიმდინარეობს და გაგრძელდება წყალმომარაგების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია გამყოფი ხაზის სოფლებში. დაწყებულია მარნეულის, ბოლნისის, გუდაურის წყალმომარაგების, წყალარინების და გამწმენდი ნაგებობის სისტემების მშენებლობა, რაც ეტაპობრივად დასრულდება 2021-22 წლებში. ყველა ამ და სხვა მიმდინარე პროექტის განხორციელების შედეგად, 400 ათას ადამიანს ექნება გამართული წყალმომარაგება“ - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

„წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილია უპრეცენდენტო თანხა - 2 მილიარდი ლარი. ეს დაახლოებით 420 მილიონით მეტია წინა წლის ბიუჯეტზე. 1 სექტემბრის მდგომარეობით, სამინისტრომ უკვე დააფინანსა 964 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაობი, რაც 54%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სამინისტროს ბიუჯეტის 65% საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტებზე მოდის,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა დღეს პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, ამ ეტაპზე საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაახლოებით 4,5 მლრდ ლარის ღირებულების 254 პროექტს ახორციელებს, აქედან 43 პროექტს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები 3,7 მლრდ ლარით აფინანსებენ.

„ჩვენ გვაქვს მთავარი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა და მივყვებით მას. გრძელდება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა და ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს 140 კმ მაგისტრალურ გზაზე. სამუშაო დაწყებულია რიკოთის ორ მონაკვეთზე, ხელშეკრულება გაფორმდა ჩუმათელეთი-ხევის ნაწილზე, ხოლო შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე. დღეს დილით გავაფორმეთ ხელშეკრულება ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობაზე. ამ პროექტის ყველა მონაკვეთზე გვყავს კონტრაქტორი და მალე დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები. მაგისტრალურ გზებთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო ტემპი. წელს უკვე დასრულდა 510 კმ საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. 2020-2022 წლებში ეტაპობრივად დასრულდება მთის გზების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკვე მიმდინარეობს 138 კმ გზის რეაბილიტაცია და მშენებლობა,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ, რომლის ფარგლებში საავტომობილო გზების დეპარტამენტი წელს მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 200 კმ ადგილობრივი მნიშვნელობის გზების აღდგენას გეგმავს. ამ პროგრამის ნაწილია ქუთაისისა და ზუგდიდის ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია. პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება და დეპარტამენტი დაეხმარება მუნიციპალიტეტებს დიდი გზების რეაბილიტაციაში.

„1 სექტემბრის მდგომარეობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეასრულა 565 მლნ ლარის სამუშაო, რაც წინა წლის იგივე პერიოდის მონაცემს 190 მლნ ლარით, ანუ 51%-ით აღემატება. მიმდინარე საგზაო პროექტებზე დასაქმებულია 9000-ზე მეტი ადამიანი. დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება მაგისტრალური პროექტების განვითარებასთან ერთად. აქტიურად ვმუშაობთ უცხოელ კონტრაქტორებთან ჩვენი მოქალაქეების დასაქმების მიმართულებით. სექტორის განვითარებისთვის აუცილებელია მომავალი თობის დაინტერესება. ამიტომ, უმაღლეს სასწავლებლებთან და კონტრაქტორებთან ერთად ვცდილობთ ახალგაზრდა სპეციალისტების დაინტერესებასა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას,“ - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის