logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: საქართველოში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ხასიათის მაღალი დონის ვიზიტები
დავით ზალკალიანი: საქართველოში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ხასიათის მაღალი დონის ვიზიტები
18:24 04.09.2019
საქართველოსთვის პრიორიტეტულია ევროპის ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობის გაძლიერება და სტრატეგიულ დონეზე აყვანა, ისევე როგორც ურთიერთობის გაღრმავება სხვა მიმართულებით - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ქვეყნის საგარო პოლიტიკის საკითხებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დავით ზალკალიანის თქმით, მიმდინარე წელი უპრეცედენტო იყო, მათ შორის დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. ამ მხრივ მან ხაზი გაუსვა საქართველოში გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის ოფიციალურ ვიზიტს, რომელმაც ახალ ნიშნულზე გადაიყვანა საქართველო-გერმანიის ურთიერთობები „გერმანიასთან ურთიერთობების გაღრმავება უაღრესად პრიორიტეტულია, 2012 წლამდე ეს ასე არ იყო, რაც არასწორია. კანცლერის ვიზიტის დროს დაისახა თანამშრომლობის ახალი მიმართულებები“-განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, საფუძველი ჩაეყარა ახალ ფორმატებს, რომელთაგანაც უმნიშვნელოვანესია სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოს, საფრანგეთსა და გერმანიას შორის. დავით ზალკალიანის განცხადებით აღნიშნულ ინიციატივას დადებითად აფასებს გერმანული და ფრანგული მხარე და მიმდინარეობს მუშაობა ამ ფორმატის მაღალ დონეზე გასააქტიურებლად.

დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა საფრანგეთთან დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის დაფუძნებაზე, რომლის ინაუგურაციაც მოხდა საქართველოს პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტის დროს. მიმდინარეობს მუშაობა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე დიალოგის პირველი შეხვედრის გამართვისთვის. ხაზი გაესვა იტალიის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტს საქართველოში.

საკუთარ გამოსვლაში დავით ზალკალინმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობაზე, მისი განცხადებით დაგეგმილია უორდროპის სახელობის სტრატეგიული დიალოგის მეექვსე შეხვედრა მიმდინარე წელს გაიმართება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დიდ ბრიტანეთთან ინიცირებული იქნა შეთანხმება, რომლის მიზანია ამ უკანასკნელის ევროკავშირიდან გამოსვლის შემდგომ, ორ ქვეყანას შორის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ჩანაცვლება.

დავით ზალკალიანმა საკუთარ გამოსვლაში განსაკუთრებით აღნიშნა ევროპის სხვა სახელმწიფოებთან არსებული ურთიერთობების მაღალი დონე და მათი მხრიდან გამოხატული მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა:

· პოლონეთთან არსებული „თბილისის კონფერენციის“ გაფართოებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატად გარდაქმნის გაჟღერებული ინიციატივა;

· საგარეო საქმეთა მინისტრის ნორდიკული ტურნე, ფინეთის რესპუბლიკაში, ნორვეგიისა და დანიის სამეფოებში;

· ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოში ნორვეგიის საელჩოს გახსნის თაობაზე;

მისი თქმით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება თურქეთთან და აზერბაიჯანთან, იგეგმება აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი სამმხრივი შეხვედრა თბილისში. ასევე მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა ამ ქვეყნებთან მნიშვნელოვან ენერგეტიკულ და სატრანზიტო პროექტებზე.

დავით ზალკალიანის განცხადებით, სომხეთის ახალ ხელისუფლებასთან მოხდა პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების დასახვა.

ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის, აზია ოკეანეთის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით აღსანიშნავია:

· საქართველოში გამართული იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი; საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრები ტოკიოში იაპონიის ვიცე-პრემიერთან და ფინანსთა მინისტრთან, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ასევე იაპონიის ეკონომიკის მინისტრთან;

· საქართველოს პრემიერ - მინისტრის შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტთან და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში;

· კორეის რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილება ორდინარული პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ;

· გადაწყვეტილება ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნის თაობაზე;

· ისრაელსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის (Feasibility study) დაწყების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა;

· საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების და საუდის არაბეთის საელჩოების გახსნა და საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში;

· ბაჰრეინის სამეფოს მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივება.

სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება თურქეთთან და აზერბაიჯანთან.

სომხეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების დასახვა.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი.

საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი.

საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების და საუდის არაბეთის საელჩოების გახსნა.

კორეის რესპუბლიკის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ.

ბაჰრეინის სამეფოს მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივება.

ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება.

ისრაელსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დაწყება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა