logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, კომისიამ პირველი სხდომა გამართა
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, კომისიამ პირველი სხდომა გამართა
17:59 04.09.2019
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა გამართა.

კომისიამ, რომელიც საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ექსპერტებისგან შედგება, საყოველთაო-სახალხო განხილვის ვადებსა და ფორმატზე იმსჯელა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყნის მასშტაბით 11 საჯარო შეხვედრა გაიმართება. არჩილ თალაკვაძის თქმით, საყოველთაო-სახალხო განხილვის ჩატარების გრაფიკი მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება.


„საჯარო განხილვები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება. სულ ამ მიზნით 11 საჯარო შეხვედრა გაიმართება, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას წინასწარ მივაწვდით ინფორმაციას. შევეცდებით განხილვების დროს საზოგადოებამ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს და ასევე, ჩვენც მოვისმინოთ თანამოქალაქეების მოსაზრებები და ხედვა, თუ როგორ უყურებენ ჩვენი მოქალაქეები ამ მნიშვნელოვან ცვლილებას. ეს არის პრინციპული, ძალიან პოზიტიური ცვლილება, რომელიც თვისობრივად ცვლის საქართველოში პოლიტიკურ სისტემას და ამ რეფორმის განხორციელების შემდეგ, საქართველოში პოლიტიკა გახდება უფრო მონაწილეობითი, უფრო საქმიანი, უფრო მეტად დამკვიდრდება პარტიებს შორის თანამშრომლობის კულტურა და შემცირდება ის პოლარიზაცია, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების მხრიდან და ზოგადად, პოლიტიკურ სივრცეში აქამდე არსებობდა“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა