logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ზვიად ძიძიგური: ყველას აქვს აქციის ჩატარების უფლება, მთავარია არ დაირღვეს კანონი
ზვიად ძიძიგური: ყველას აქვს აქციის ჩატარების უფლება, მთავარია არ დაირღვეს კანონი
20:22 03.09.2019
„ჩვენ ქუთაისიდან პარლამენტი დავაბრუნეთ თბილისში. თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში პარლამენტი იმიტომ გადაიტანა, რომ პარლამენტის წინ იყო საპროტესტო აქციები, პოლიტიკური აქტივობები და მას ეს არ მოსწონდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ნორმალური პოლიტიკური მოვლენაა. მათ შორის, პარლამენტის წინაც, პარლამენტის შენობაშიც. უბრალოდ, კანონი არ უნდა დაირღვეს, ეს არის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია „ იმედის“ ეთერში.

ზვიად ძიძიგურის თქმით, პროტესტის იმ ფორმას, რომელსაც დღეს სხდომათა დარბაზში ოპოზიციამ მიმართა, საზოგადოება და ამომრჩეველი სათანადოდ და ადეკვატურად შეაფასებს.

„რაც შეეხება იმას, რომ დეპუტატები სტვენით ახერხებენ მხოლოდ პროტესტის დაფიქსირებას, არა მგონია ეს მათი იმიჯისთვის კარგი იყოს. ყველას, ვისაც უნდა დაუსტვინოს, ვისაც უნდა იყვიროს და მუშტები აბრახუნოს, ამის აკრძალვა კონსტიტუციაში არსად არ წერია, მაგრამ ამომრჩეველმა და მაყურებელმა თავად განსაჯოს ეს რამდენად ცივილური ფორმაა“,-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ვიცე- სპიკერმა 20 ივნისის ღამის მოვლენებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და დაშავებულ ახალგაზრდებთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა, თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებები ქვეყნის უსაფრთხოებით იყო განპირობებული.

„ჩვენ ვნახეთ ძალადობით შენონებში შეჭრა. ასეთი პრეცედენტები იყო და ამას სიკეთე არავისთვის არ მოუტანია და ჩვენ ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ. ხელისუფლების შეცვლა უნდა მოხდეს მხოლოდ არჩევნების გზით და არჩევნებთან დაკავშირებითაც ისეთი გადაწყვეტილება მიიღო ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, რომ ვისაც აქვს იმის უნარი, დაელაპარაკოს, მიიზიდოს და თავის სისწორეში დაარწმუნოს ამომრჩეველი, 2020 წლის არჩევნებში ნულოვანი ბარიერის პირობებში შეეძლება გააგრძელოს თავის საქმიანობა“,-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის