logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ბერაია: ერთის მხრივ რუსეთის აგრესიისა და მეორე მხრივ წინა ხელისუფლების მავნებლობის შედეგად დღეს საქართველოს ტერიტორიების ოცი პროცენტი ოკუპირებულია
ირაკლი ბერაია: ერთის მხრივ რუსეთის აგრესიისა და მეორე მხრივ წინა ხელისუფლების მავნებლობის შედეგად დღეს საქართველოს ტერიტორიების ოცი პროცენტი ოკუპირებულია
15:09 03.09.2019
„მე მსურს გამოვეხმაურო ბოლო დღეებში საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებს. რუსული ოკუპაცია არის ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი გამოწვევა ამ ტერიტორიების მზარდი მილიტარიზაცია და ის მძიმე რეალობა რომელსაც ყოველდღიურად საკუთარ თავზე ცდის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები“-ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ბერაიამ გააკეთა.

მისი თქმით, რუსეთის ქმედებები არის საფრთხის შემცველი არა მხოლოდ საქართველოსთვის არამედ მთლიანად რეგიონული უსაფრთხოებისთვის.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბოლო დღეებში საოკუპაციო ძალის ქმედებები, როგორც გუგუტიანთკარში ასევე ჩორჩანას მიმდებარედ ქართული პოლიციის საგუშაგოს მოწყობის საპასუხოდ ეს არის ქმედებები რომლებიც პირდაპირ მიმართული არის ადგილზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარების გაუარესებისკენ საზოგადოების დაშორიშორების და ადგილობრივი მოსახლეობის იზოლაციისკენ მიუხედავად არაერთი პროვოკაციისა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მოქმედებს გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში რაც პირველ ყოვლისა გულისხმობს დეესკალაციას მშვიდობას და უსაფრთხოებას საოკუპაციო ხაზთან არის წარმოდგენილი სამართალდამცავი სტრუქტურები მხოლოდ და მათი საქმიანობა ხორცილდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეთანხმებული პირობების შესაბამისად , შესაბამისად საგუშაგოებიც მათ შორის ჩორჩანას საგუშაგო ემსახურება სწორედ მშვიდობას და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას და დაცულობას ჩვენ ასევე მივესალმებით ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი უწყების ვითარების დეესკალაციის და უსაფრთხოების მიმართულებით გადადგმულ ყველა ნაბიჯს, აქვე უნდა აღინიშნოს რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში დეოკუპაციის მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში ამოქმედდა შემზღუდავი მექანიზმები და პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტები. მე გამოვყოფდი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ფინანსურ შეზღუდვებს აღიარების პოლიტიკის დამრღვევი სახელმწიფოების მიმართ და საქართველოს მხარდამჭერ აქტს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციებს და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშებს, ეუთოს მეგობართა ჯგუფის განცხადებებს ისევე როგორც გაეროსგენერალური ასამბლეის ევროპარლამენტის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებს და დეკლარაციებს, ისევე როგორც სხვა მრავალ საერთაშორისო დოკუმენტს და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთა მხარდაჭერ განცხადებებს რომლებიც გამორჩეულად სოლიდარულია საქართველოს მიმართ, შესაბამისად ეს ყველაფერი ადასტურებს რომ რუსეთ საქართველოს კონფლიქტის თემა დგას ძალიან მაღალ დონეზე საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში და ვერ გავიზიარებ ოპონენტების უპასუხისმგებლო და უსაფუძვლო გამოხმაურებებს და შეფასებებს ხელისუფლების უმოქმედობასთან დაკავშირებით, პროვოკაციების განეიტრალებას და ესკალაციის პრევენციას ადგილზე მშვიდობის უზრუნველყოფას და კონფლიქტის მოგვარების კუთხით პროგრეს ჭირდება გააზრებული მოქმედება, ჭირდება წინდახედულობა ცივი გონებით მოქმედების უნარი ისევე როგორც პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული რაც სამწუხაროდ მაშინდელ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა და ერთის მხრივ რუსეთის ფართო მასშტაბიანი აგრესიის შედეგად და მეორეს მხრივ წინა ხელისუფლების მავნებლობის შედეგად დღეს საქართველოს ტერიტორიების ოცი პროცენტი არის ოკუპირებული, თუმცა ოკუპაცია არის დროებითი და ის აუცილებლად დასრულდება, ოკუპაციის დაძლევის უალტერნატივო გზას წარმოადგენს მშვიდობა და განვითარება და საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან თანმიმდევრულ და პრინციპულ პოლიტიკას რომელსაც აქვს ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა, ამ მიდგომის საყრდენი არის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკა რაც გულისხმობს კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას და დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვას, პასუხი ოკუპაციაზე არის უწყვეტი განვითარება და ძლიერი ქართული დემოკრატია იმ პირობებში როდესაც სახეზე გვაქვს საერთაშორისო ასპარეზზე რუსული აღიარების პოლიტიკის სრული კრახი, როდესაც საოკუპაციო ძალა საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს აშინებს იარაღით და ზღუდავს ხელოვნური ბარიერებით ჩვენ ვთავაზობთ მათ ღირსეულ პირობებს აწმყოსთვის და მომავლისთვის პრაგმატული მიდგომებით და გახსნილობით ვდგამთ დინამიურ ნაბიჯებს რაც საფუძვლად უდევს მოსახლეობის საჭიროებები და მათი სწრაფვა განვითარების და უკეთესი მომავლისკენ ჩვენ ყოველდღიურად ვცვლით პლატფორმას დეოკუპაციისთვის და შერიგებისთვის ჩვენი ყველა წარმატება დემოკრატიის განმტკიცებაშია განვითარების კუთხით და საერთაშორისო პარტნიორებთან დაახლოებით და თანამშრომლობით მიღებული ყველა სიკეთე ეკუთვნის საქართველოს ყველა მოქალაქეს რასაკვირველია ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს ჩვენ ყველა ერთად არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას და აუცილებლად გავამთლიანებთ ჩვენს ქვეყანას“-განაცხადა დეპუტატმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის