logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყნის სირცხვილია
მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყნის სირცხვილია
14:44 03.09.2019
„მე მინდა მივუსამძიმრო „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი ყველა დანაყოფით, ყველას ერთად, გავრილოვის რევოლუცია არ შედგა. სწორედარშემდგარმა რევოლუციამ გამოიწვია მათი პოსტისტერია, რასაც დღეს ვხედავთ. სათქმელი არაფერი აქვთ, სტვენაზე გადავიდნენ, „კმარადან“ ვერგამოვიდა ეს ხალხი. გასაგებია ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი გარკვეულ შემთხვევებში და პატივს ვცემთ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილი აქციებით ხელისუფლება გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს“-ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაზემ გააკეთა.

მისი თქმით, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება და სინამდვილეში სირცხვილი.

„სირცხვილია ოკუპაციის თემით სპეკულირება! სირცხვილია პარლამენტარის მიერ პარლამენტის შტურმისკენ მოწოდება! სირცხვილია ახალგაზრდებით მანიპულირება! სირცხვილია გავრილოვის რევოლუციის დაგეგმვა, რომელიც შემდეგ აღიკვეთა. სირცხვილია პოლიციელზე და პოლიციაზე ძალადობა! სირცხვილია ლაპარაკი იმაზე, რომ აგვისტოს ომით ამოისუნთქეს! სირცხვილია აგვისტოს ომიდან ორ თვეში ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერა და „გაპრავება“ თითქოს ეს იყო დიპლომატიური გამარჯვება. სირცხვილია ტყუილების ლაპარაკი აბსოლუტურად ყველა თემაზე. სირცხვილია წამების, მკვლელობების, სიტყვის თავისუფლების მკვლელების მხრიდან და ქონების ჩამომრთველების მხრიდან მორალზე ლაპარაკი და სირცხვილია ოკუპაციის შედეგებს უპროტესტებდე „ქართულ ოცნებას“ და თავად იყო „ნაციონალური მოძრაობა“. და „ნაციონალური მოძრაობაა“ სირცხვილი, მთავარი სირცხვილი ამ ქვეყნის! და სანამ ის იქნება მთავარი ოპონენტი ნებისმიერი ხელისუფლების, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მანამდე ეს სირცხვილი ექნება ჩვენ ქვეყანას.

ახლა რა ხდება სინამდვილეში. დეოკუპაციის გზაზე ჩვენ გვაქვს ხელშესახები შედეგები. მაგალითად, 2012 წლის შემდეგ და განსაკუთრებით ბოლო წლებში მიღებულია მხარდამჭერი 35 რეზოლუცია, 142 მხარდამჭერი განცხადება მაღალი ტრიბუნიდან. 8 დეკლარაცია, 24 ანგარიში, 6 საკანონმდებლო აქტი, 5 გადაწყვეტილება, 220 მსგავსი დოკუმენტი არსებობს. 2018 წელს პირველად, სახელდობრ ოკუპაციასთან დაკავშირებით, მიღებულია რეზოლუცია. მეორე მხრივ ჩვენ ქვეყანაში უამრავი რამ კეთდება. არის ასეულობით სოფელი, სადაც არასდროს ყოფილა არც გზა, არც წყალი და დღეს უკვე არის. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, გავიგეთ, მივხვდით, ვიცით, გამოწვევებიც ვიცით. ბევრი რამ არის ისეთი გამოწვევა, რასაც ადექვატური პასუხი ჭირდება და რასაც ჰქვია სიღარიბე, ოკუპაცია და მესამე მთავარი გამოწვევა - ტყუილი. ტყუილია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაამ ქვეყანაში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ გვთავაზობს გამოწვევის სახით სამწუხაროდ. ამ ტყუილებში გვახსოვს „რუსთავი 2“ ორი წელიაჯერებდნენ ხალხს, რომ საშინელება ხდებოდა „რუსთავი 2“-ის ირგვლივ და ევროსასამართლომ თქვა, რომ ეს არის ტყუილი. არაფორმალურ მმართველზედღემდე ლაპარაკობენ და ბიძინა ივანიშვილს ახსენებენ ხოლმე, მესიჯბოქსში აქვთ ჩაწერილი სააკაშვილის მიერ. ამ ,,არაფორმალურმა მმართველმა“, ბიძინა ივანიშვილმა დღეს საკუთარი ხელმოწერით პრემიერობის კანდიდატი წარუდგინა პარლამენტს. ამ ტყუილებსაც უნდა დავუპირისპირდეთ სხვა გამოწვევებთან ერთად და უკეთეს შედეგს დავდებთ“-განაცხადა დეპუტატმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა