logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს მთავრობას გიორგი გახარია უხელმძღვანელებს
საქართველოს მთავრობას გიორგი გახარია უხელმძღვანელებს
10:16 03.09.2019
საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იქნება.
გახარიას კანდიდატურა დღეს პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტსაბჭის სხდომის შემდეგ წარადგინა.

ბიძინა ივანიშვილმა ყოფილ პრემიერს, მამუკა ბახტაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

"როგორც უკვე მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან გადადგა. კვირას, საღამოს ჩვენ შეხვედრა გვქონდა უმრავლესობასთან, სადაც შევათანხმეთ ეს საკითხი და მთელმა გუნდმა მადლობა გადაუხადა.

მე პირადად, დღესაც შემიძლია გავიმეორო, მადლობით გავუშვით თანამდებობიდან მამუკა ბახტაძე, საკუთარი სურვილით. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს მოხდა ძალიან კულტურული ფორმით და კარგია თუ ეს კულტურა დარჩება არა მარტო ჩვენს პარტიაში, არამედ მთელს საქართველოში, რომ კაცი მოვიდა იდეებით, იყო მთავრობის მეთაური, მან მოახერხა თავისი იდეების გუნდთან შეთანხმება, რეალიზებაში მოიყვანა დიდი ნაწილი და დანარჩენი ასე ვთქვათ პროცესები ჩაირთო და დაიწყო. მან ჩათვალა, რომ თავისი სიტყვა თქვა და ადგილი დაუთო ახალს, განვითარებას მისცა ადგილი. დიდი მადლობა გადავუხადეთ მთელმა გუნდმა და მე კიდევ მინდა საზოგადოებასთან პირისპირ, პირდაპირ მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს მისი მოღვაწეობისთვის, როგორც ფინანსთა მინისტრის რანგში, ასევე პრემიერ მინისტრის რანგში და მისი თანამდებობიდან კულტურული წასვლისთვის.

დღეს დილით ჩვენ გვქონდა ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს პოლიტიკური საბჭო. პოლიტიკურ საბჭოზე, მე როგორც თავმჯდომარემ წარვადგინე პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატურა გიორგი გახარიას სახით. მივიღეთ სრული მხარდაჭერა. ამის შემდეგ, შეხვედრა გვქონდა უმრავლესობასთან, კითხვებიც არ დასმულა და ეს არის ობიექტური შეფასება ჩვენი არჩევანისა.

თქვენც, ჟურნალისტებიც და საზოგადოებაც კარგად იცნობთ გიორგი გახარიას. მე ვფიქრობ, რომ საკუთარი მოღვაწეობით, დაწყებული ბიზნეს ომბუდსმენიდან, შემდგომ ის გახლდათ ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, მან ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე მისი წარდგენა და მე ვფიქრობ, რომ პარლამენტი მას აუცილებლად დაამტკიცებს.

კიდევ ერთხელ მინდა მას საზოგადოების წინაშე მივულოცო და ვუსურვო წარმატება მომავალ საქმიანობაში. გიორგი გახარია, წარმოგიდგენთ ცვლილებებს მთავრობაში, რომელიც მან წარუდგინა უმრავლესობას, ეს მისი პრეროგატივაა"-განაცხადა ივანიშვილმა.


მანვე იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს მხარს დაუჭერს.

გიორგი გახარიას ბიზნესომბუდსმენის თანამდებობა ეკავა, შემდგომ კი ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს ხელმძღვანელობდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის