logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: არასდროს არ მქონდა იმის ილუზია, რომ მოკლევადიანი ტაქტიკური ნაბიჯები, რომელიც პოლიტიკაში პოპულარულია, უნდა ყოფილიყო ჩემი საქმიანობის ძირითადი სფერო
მამუკა ბახტაძე: არასდროს არ მქონდა იმის ილუზია, რომ მოკლევადიანი ტაქტიკური ნაბიჯები, რომელიც პოლიტიკაში პოპულარულია, უნდა ყოფილიყო ჩემი საქმიანობის ძირითადი სფერო
17:15 02.09.2019
მე არასდროს არ მქონდა იმის ილუზია, რომ მოკლევადიანი ტაქტიკური ნაბიჯები, რომელიც პოლიტიკაში პოპულარულია, უნდა ყოფილიყო ჩემი საქმიანობის ძირითადი სფერო, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

ბახტაძის თქმით, მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო ახალი ეკონომიკური მოდელის დანერგვა და ეკონომიკური მოდელი, რომელიც შეიქმნა და დაინერგა, თავის შედეგებს უკვე იძლევა.

„ჩემი პოზიცია იყო ცნობილი და გუნდი იზიარებდა და დღესაც სრულფასოვნად იზიარებს, რომ ის ძველი მოდელი რაც იყო, იყო ძალიან დამაზიანებელი ჩვენთვის და ის ვერ უზრუნველყოფდა უმთავრესს, სიღარიბის დაძლევას. მე ყოველთვის აქცენტს ვაკეთებდი სტრატეგიულ განვითარებაზე. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პრობლემები და ფუნდამენტური ცვლილების გარეშე, ფუნდამენტურ პრობლემას ვერ მოერევი. ეს იქნებოდა საზოგადოების მოტყუება. შესაბამისად, ეს ეკონომიკური მოდელი, რომელიც შეიქმნა და დაინერგა, თავის შედეგებს უკვე გვაძლევს. რა თქმა უნდა მე დარწმუნებული ვარ, რომ არა მხოლოდ ამ მიმართულებით, არამედ ის სტრატეგიული განვითარების ჩარჩო, რომელიც შეიქმნა, ეს იქნება ის მთავარი სახელმძღვანელო, რითაც გაგრძელდება შემდეგი წლების განმავლობაში ქვეყნის განვითარება, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური ძალა იქნება ქვეყნის სათავეში“. - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, მისი ამოცანა იყო, შექმნილიყო ისეთი განვითარების სტრატეგიული ჩარჩო, რომელიც ძირეული პრობლემების მოგვარებას უზრუნველყოფდა. ბახტაძის განცხადებით, ამ ჩარჩოს დადებითი შედეგები მომავალში გამოჩნდება.

„თქვენ ხართ ჟურნალისტები და საქართველოს მოქალაქეები. მომავალში, ვთქვათ 10 წლის შემდეგ, გექნებათ იგივე ტიპის კომუნიკაცია პოლიტიკოსებთან. თქვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ხომ არ გაქვთ სურვილი, რომ დაუსვათ იგივე შინაარსის შეკითხვები 10 წლის შემდეგ პოლიტიკოსებს, იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში. არავის არ გავქვს ამის სურვილი. სწორედ ეს იყო ჩემი ამოცანა, რომ ჩვენ შეგვექმნა ისეთი განვითარების სტრატეგიული ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფდა ამ ძირეული პრობლემების მოგვარებას. არასდროს არ მქონია ილუზია და ყოველთვის გულწრფელი და პირდაპირი ვიყავი, როგორც საზოგადოებასთან ისე გუნდთან საუბარში. ეს ჩარჩო ჩვენ უმოკლეს ვადაში შევქმენით და დავნერგეთ. მაგრამ, ამ ჩარჩოს დადებითი შედეგები, რა თქმა უნდა გამოჩნდება მომავალში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა განათლების სექტორის მიმართულებით განხორციელებულ მასშტაბურ ინვესტიციებზე და განმარტა, რომ მისი შედეგები მომავალში დადგება.

„განათლების სექტორი რომ ავიღოთ, მასშტაბური ინვესტიციების რასაც ჩვენ ვახორციელებთ და იცით, რომ მომავალ წლებში უფრო გაიზრდება და პიკს მიარწევს 2022 წელს, ის შედეგები სულ სხვა დროს დადგება და ჩვენ, როგორც პოლიტიკური ძალა, შეიძლება სულაც არ ვიყოთ ამ პოლიტიკური დივიდენდი მიმღები, მაგრამ ეს ქვეყნისთვის იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, მისი ამოცანა იყო, რომ გუნდთან ერთად შექმნილიყო სტრატეგიული განვითარების ჩარჩო, რომელიც სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევას უზრუნველყოფდა.

„მე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ერთგული წევრი, ვარ სწორედ ამ მიდგომისთვის, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ არჩევნებიდან არჩევნებამდე, ჩვენ ვცდილობთ, გავაკეთოთ არა მომავალი არჩევნების საქმე, არამედ საქართველოს მომავლის საქმე. ეს იყო პრინციპულად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, მე მაქვს მოლოდინი და არ მგონია, ვინმე არარაციონალურად მოიქცეს, რომ ის მოდელი, რომელმაც აჩვენა თავისი შედეგები დაიწყოს მისი შეცვლა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის