logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
10:20 30.08.2019
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, დელფიმ სანტიაგო დას ნევესი მიიღო, რომელიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებისა და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გააქტიურების საკითხებზე ისაუბრეს.

განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას და ოკუპაციისგან მომდინარე საფრთხეებს დაეთმო. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

სპიკერებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები მიმოიხილეს. არჩილ თალაკვაძემ შესაბამისი გამოცდილების გაზიარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სპიკერებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

„ეს არის სან-ტომე და პრინსიპის და მთლიანად აფრიკის ამ რეგიონის ქვეყნებიდან პარლამენტის უმაღლესი რანგის პირველი, ისტორიული ვიზიტი. შესაბამისად, ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია თქვენი მასპინძლობა.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, შევთანხმდით, რომ გავაღრმავებთ ურთიერთობებს, მათ შორის, ისეთ ფორმატებში, როგორებიც არის საპარლამენტთაშორისო კავშირი, პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობა და სხვა საერთაშორისო ფორმატები.

დავაფიქსირეთ ქართული მხარის მზაობა, რომ ჩვენს კოლეგებს გავუზიაროთ ჩვენი წარმატებული გამოცდილება და ცოდნა რეფორმების მხრივ, მათ შორის, სახელმწიფო სერვისების, ეკონომიკის, პოლიციის, კორუფციასთან ბრძოლის და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით.

განვიხილეთ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება და მოხარული ვართ, რომ არაღიარების პოლიტიკას და დეოკუპაციის პოლიტიკას ექნება სან-ტომე და პრინსიპის ძლიერი მხარდაჭერა“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ქართველ კოლეგას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა სან-ტომე და პრინსიპის პარლამენტის თავმჯდომარემ. მან ხაზგასმით აღნიშნა, სან-ტომე და პრინსიპი დაინტერესებულია საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობით.

დელფიმ სანტიაგო დას ნევესმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაადასტურა.

„დღეს ვეწვიეთ ადგილს, რომელმაც დიდი ემოციები გამოიწვია ჩვენში. სხვა რამ მქონდა სათქმელი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვნახე რეალური სიტუაცია საქართველოში, ჩვენი პოზიციები შეიცვალა, რადგან დიდი განსხვავებაა, თუ რა ინფორმაციას ეცნობი შორიდან და რას ხედავ ადგილზე. სიტუაცია საკმაოდ დრამატულია. მნიშვნელოვანია, მშვიდობიანი გზით და რაც შეიძლება, სწრაფად მივაღწიოთ პრობლემების მოგვარებას. მინდა, ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ“,- განაცხადა სპიკერმა.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა