logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
გია ვოლსკი: მამუკა ხაზარაძე პოლიტიკას ტყუილით იწყებს
გია ვოლსკი: მამუკა ხაზარაძე პოლიტიკას ტყუილით იწყებს
21:56 27.08.2019
„მამუკა ხაზარაძე პოლიტიკას ტყუილით იწყებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, ძალიან დიდი თანხის ძალიან საეჭვო ტრანზაქცია განხორციელდა. ადამიანებმა სესხად გასცეს 17 მილიონამდე დოლარი ისე, რომ არ მოუთხოვიათ ამ თანხის უზრუნველყოფა.

„წარმოიდგინეთ, რომ ეს სესხი დაბრუნდა მათ პირად ანგარიშებზე არაოფიციალურად, შემდეგ შეიქმნა ოფშორული კომპანია, სადაც ეს თანხა ისევ ჩაირიცხა. ასეთ საკითხებში მხილებული ადამიანი ამბობს, რომ მას უნდა პოლიტიკაში შემოსვლა და ეს იმიტომ ხდება. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში არის, მაგრამ კავშირი არის აბსოლუტურად ღია და აშკარა ყველასთვის, რომ პოლიტიკით თუ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებით ადამიანი ცდილობს თავი დაიცვას”, - განაცხადა ვოლსკიმ.

გარდა ამისა, ვოლსკის თქმით, არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკას იწყებს და იწყებს ტყუილით. „თუნდაც კონსორციუმთან, თუნდაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით.

„სახელმწიფოს არაერთი კითხვა აქვს კონსორციუმის საქმიანობაზე. შესთავაზეს კიდეც, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს კითხვებს ღია ეთერში გასცეს პასუხი. დასვამს ცქიტიშვილის უწყება ამ შეკითხვებს და გასცეს პასუხი თუ შეუძლია. ახლა ამას პასუხს ვერ სცემს , ჩვიდმეტი მილიონის აორთქლებაზე პასუხს ვერ სცემს და ამ მონაცემებით პოლიტიკაში შემოსვლა არ მგონია, წარმატების წინაპირობა იყოს”, - განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება ბრიტანეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, ვოლსკის თქმით, არსებობს საერთაშორისო კონვენცია და ქვეყნები ვალდებულები არიან ერთმანეთს მიაწოდონ ინფორმაცია.

„არსებობს საერთაშორისო კონვენცია და ქვეყნები ვალდებულები არიან ერთმანეთს მიაწოდონ ინფორმაცია. ბრიტანეთის მხარემ ჩვენ მხარეს გადმოსცა ინფორმაცია ტრანზაქციის შესახებ. როცა ასეთი ტრანზაქციები ხდება, ეგეთივე ინფორმაციის გადაცემა რომ მოხდეს, საქართველოში ჩვენ ვალდებულები ვართ გადავცეთ შესაბამის ქვეყანას. დიდი ბრიტანეთი ვალდებულია, რომ ეს ინფორმაცია გადმოსცეს საქართველოს. ჩვენ რომ მას შეუშალოთ მუშაობა, პოლიტიკაში შემოსვლა სწორედ ეს არის, ის რაც თავიდანვე ახასიათებს პოლიტიკურ ორგანიზაციას, თუკი ასეთი მართლა შეიქმნება”. - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა