logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ცუცქირიძე: პოლიტიკა პასუხისმგებლობიდან გაქცევას არ ნიშნავს, უფრო პირიქითაა
გიორგი ცუცქირიძე: პოლიტიკა პასუხისმგებლობიდან გაქცევას არ ნიშნავს, უფრო პირიქითაა
18:36 27.08.2019
„ხაზარაძის დღევანდელმა განცხადებებმა და ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევამ დამატებითი ინტრიგა შეძინა მთელ ამ პროცესს, თუმცა გაცილებით საინტერესო ის არის, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ ვიცე-პრემიერს, ინფრასტრუქტურის მინისტრს და ხაზარაძეს, ღია ეთერში კითხვებისთვის პასუხის გაცემა შესთავაზა და როგორც გვახსოვს, მან ამ დებატებზე უარი თქვა, საკმაოდ პროზაული პასუხით ის ანაკლიის კონსორციუმს აღარ წარმოადგენს!!!“-ამის შესსახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

„რაც შეეხება დღვანდელ განცხადებას. პირველი ტყუილი, რაც იყო ამ განცხადებაში, არის ის, რომ თითქოს ქართველმა სამართალდამცავებმა მიმართეს ბრიტანეთს "ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში".

მაგრამ, როგორც პროკურატურის განცხადებიდან შევიტყეთ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს კი არ მიუმართავს ბრიტანელი კოლეგებისთვის, მით უმეტეს ანტიტერორისტული ბრალდებით. პირიქით, ბრიტანულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია ქართულ მხარეს ბრალდებულების ფინანსური აქტივობის შესახებ, ანუ აღნიშნული კომუნიკაცია შედგა სწორედ ბრიტანელების მოთხოვნით. ბრიტანეთს თავისი მდიდარი პოლიტიკური ისტორიიდან გამომდინარე, ნამდვილად არ შეეშლება პოლიტიკური და სისხლის სამართლის დევნის ერთმანეთში არევა.

ასევე, როგორც პროკურატურის კომენტარიდან გახდა ცნობილი, საუბარია კონვენციაზე, რომელსაც ჰქვია - „ფულის გათეთრება, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავლის გათეთრება, მოძიება, ამოღება, კონფისკაცია და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ და სწორედ ამ საერთაშორისო კონვენციის ფარგლებშიც ხდება ქართული და ბრიტანული მხარეების თნამშრომლობა.

რაც შეეხება ხაზარაძე-ჯაფარიძის ბრიფინგზე ხაზგასმულ ანტიტერორიზმს, ესეც არის მორიგი ტყუილი და მეტი არაფეტრი.

რაც შეეხება ანაკლიის პორტს - ასევე გამოჩნნდა, რომ ანაკლიის თემაც და ცნობილი „მუქარის წერილიც“, რომლის ექსპერტიზის პასუხიც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ უნდა გვენახა და დღემდე არ გვინახავს, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ერთგვარ ჯოკერად გამოყენების მცდელობა უფრო იყო, როგორც ხელისუფლებასთან ვაჭრობა და შანტაჟი, დროის დეფიციტის შესაქმნელად და ამ თემის გადაფარვისათვის;

და ბოლოს, მამუკა ხაზარაძეს, და მის პოლიტიკურ პერსპექტივებს. პოლიტიკა პასუხისმგებლობიდან გაქცევას არ ნიშნავს, უფრო კი პირიქით არის. აქედან გამომდინარე, მთელი ეს მის რიტორიკა, მესამე ძალის შექმნაზე და ახალგაზრდების ჩართულობაზე, ასოციაციებს პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ ავანსცენაზე შემოსვლასთან და შემდეგ სამარცხვინო გასვლასთან უფრო იწვევს.

ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ვივარაუდე პროცესის დრამატიზირება ვატერლოოს სცენარით...წინა პოსტში - ხაზარაძის ვატერლოო?! აღვნიშნე, რომ სესხის გაცემის და შემდეგ მისი ჩამოწერის ბანკის მხრიდან განხორციელებული პროცედურა, არის საზედამხედველო მარეგულირებელი ნორმების დარღვევა და ადმინისტრაციული დანაშაული, რასაც „თი ბი სი“ ბანკიც დაეთანხმა და გადაიხადა ჯარიმა მილიონის სახით, რაც შემდგომში ასევე დაადასტურა „თიბისის” აუდიტორულ შეფასებასთან დაკავშირებით, დიდი ოთხეულის წევრმა PWC (პრაის უოთერ ჰაუს კუპერსი). კერძოდ, კომპანია დეტალურად გაეცნო რა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2018 წლის 19 ნოემბერს “თიბისი ბანკის” შესახებ მიღებულ დასკვნას, რომელიც 2008 წლის განმავლობაში განხორციელებულ ტრანზაქციებს და ბანკის დაჯარიმებას ეხება დაასკვნა, რომ აღნიშნული ჯარიმა სწორად იყო აღრიცხული;

პროკურატურის მხრიდან მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს კი ბრალი ედებათ საკმაოდ მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულში, ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, მაგრამ ცოტა გაუგებარია, რაში ჭირდება ამ თემაზე ხაზარაძეს მუდმივად ხმაურის ატეხვა, და პოლიტიზირების მცდელობა, მით უმეტეს თუ თავს დამნაშავედ არ თვლის?! და თუ საქმეს ქართულ სასამართლოში წააგებს, თავისუფლად შეუძლია იგი გაასაჩივროს საერთაშორისო არბიტრაჟში?“-წერს ცუცქირიძე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა