logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საერთაშორისო ორგანიზაცია „ტრანსფერენსი ინთერნეიშენალს“ თანამშრომლების ბულინგსა და შევიწროებაში ადანაშაულებენ
საერთაშორისო ორგანიზაცია „ტრანსფერენსი ინთერნეიშენალს“ თანამშრომლების ბულინგსა და შევიწროებაში ადანაშაულებენ
16:59 23.08.2019
საერთაშორისო ორგანიზაცია „ტრანსფერენსი ინთერნეიშენალს“ თანამშრომლების ბულინგსა და შევიწროებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერს.
მედიასაშუალების ცნობით, ორგანიზაციის შვიდი ყოფილი და მოქმედი თანამშრომელი ამბობს, რომ ორგანიზაციამ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება, რომელიც თანამშრომლებზე ზრუნვას გულისხმობს. ისინი დირექტორს, პატრისია მორეირას ადანაშაულებენ, რომ მან ხელი შეუწყო ორგანიზაციის შიგნით ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ადგილი ჰქონდა ბულინგსა და კრიტიკული ხმების გაჩუმებას.

როგორც „გარდიანი“ აღნიშნავს, ამ განცხადებებს გავრცელებული შიდა მიმოწერა და სხვა დოკუმენტები ადასტურებს.

„ტრანსფერენსი ინთერნეიშენალი“ გავლენიანი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციაა, რომელიც წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში. „გარდიანი“ ინფორმატორებზე დაყრდნობით წერს, რომ ბერლინში მდებარე ორგანიზაციის შტაბ-ბინაში შიდა სამუშაო გარემო სულ უფრო ემსგავსება გამჭვირვალობას მოკლებულ და ავტორიტარულ ორგანიზაციებს, რომელთა გამოსააშკარავებლადაცთავად „ტრანსფერენსი ინთერნეიშენალი“ მუშაობს.

„გარდიანთან“ ინტერვიუში ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი ორგანიზაციაში არსებულ სტრესულ გარემოზე საუბრობს, რომლის გამოც, მისი თქმით, წონაში დაიკლო. ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ ხელმძღვანელების მხრიდან ბულინგის ობიექტები იყვნენ, იხსენებენ, რომ მათ სამსახურიდან დათხოვნით ემუქრებოდნენ, დავალების შესასრულებლად ზოგჯერ არარეალურ ვადებს აძლევდნენ და მგზავრობაზე შეზღუდვებს უწესებდნენ. ინფორმატორები აღნიშნავენ, რომ ხელმძღვანელობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა ორგანიზაციაში სისტემატურ ბულინგთანდაკავშირებული პრობლემის მოგვარების თხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია.

თავის მხრივ, „ტრანსფერენსი ინთერნეიშენალის“ დირექტორმა, პატრისია მორეირამ „გარდიანთან“ საუბრისას განაცხადა, რომ თანამშრომლების კეთილდღეობა ორგანიზაციის პრიორიტეტია.

ასევე, აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მაისში ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალის“ მკვლევარმა თავი მოიკლა, რასაც უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან თანამშრომლებისადმი გულგრილ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით ფართო საზოგადოებრივი დისკუსია მოჰყვა.

ამასთან, ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების მიერ გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, 22 აგვისტოს „ტრანსფერენსი ინთერნეიშენელის“ დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა, ჩაატაროს დამოუკიდებელი გარე გამოძიება ბერლინის ოფისში შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება ორგანიზაციამ ეთიკის კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა