logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
რა მოგვიტანა კოჰაბიტაციამ - ბაჩო ოდიშარია - POSTV ანალიტიკა
რა მოგვიტანა კოჰაბიტაციამ - ბაჩო ოდიშარია - POSTV ანალიტიკა
17:53 22.08.2019
როგორ მივედით რეალობამდე, სადაც ქვეყნის მთავარი კრიმინალები, მავნებლები და პარაზიტები განაგრძობენ თვითრეაბილიტაციას და ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას - ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც ინტერნეტტელევიზია POSTV-ს ანალიტიკოსი ბაჩო ოდიშარია პასუხობს.

ოდიშარიას თქმით, 2016 წელს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ ნაციონალურ მოძრაობასთან კოჰაბიტაციის გაგრძელება აირჩია და გადაწყვიტა საერთაშორისო ასპარეზზე, დასავლეთის თვალში, ჩვენი რეგიონისთვის უჩვეულო დემოკრატიის ხარისხის დემონსტრირება.

„რა მივიღეთ უახლესი შვიდი წლის განმავლობაში ამ დემოკრატიული პროცესისგან -

ქართულმა საზოგადოებამ მივიღეთ წინა მთავრობის ნარჩენებისგან დაკომპლექტებული ოპოზიცია, რომელიც ნაცვლად თანმიმდევრული კრიტიკისა თუ სხვა ტიპის რაციონალური დაპირისპირებისა მმართველ გუნდთან, მხოლოდ რევანშისტული მიზნებით მოქმედებდა და ამავე სტრატეგიით განაგრძობს მოქმედებას.

მივიღეთ რუსთავი 2, რომელიც ყოველთვის იყო მიშისტური პროპაგანდის ქარხანა, ნახა რა, რომ მხოლოდ პროპაგანდით ვეღარ გავიდოდა ფონს, ჩამოყალიბდა მიზანმიმართული ფეიკ ნიუსების, ისტერიის ბუდედ, რომელიც პარალელურად ყველა გადაცემაში მიშისტური რეჟიმის რომანტიზებას ეწეოდა.

მივიღეთ მედიასააგენტო, რომელიც ანალიზის და ფაქტობრივი კვლევის ნაცვლად, პრაიმტაიმში გინებას, ჭორებს, მუდმივ აგრესიას და მუქარებს ავრცელებდა, ქმნიდა პანიკურ ატმოსფეროს მაყურებელის მანიპულირების მიზნით და ამას უწოდებდა ევროპულ არჩევანს.

მივიღეთ მიშიზმის ღიად გამოკვეთილი თუ ფარულად მოტრფიალე ენჯეო სექტორი, რომლის რეაგირებაც და დამკვირვებლის ფუნქციაც მხოლოდ ერთ პრიზმაში ხედავს საქართველოს, სადაც ყველაფერზე თვალს ხუჭავს ნაციონალური მოძრაობის და მასთან შეამხანაგებული სუბიექტების მიმართ და ყველაფერს რაც ამ უკანასკნელთა წისქვილზე არ ასხამს წყალს, მკაცრად ნეგატიურ შეფასებას აძლევს.

მივიღეთ ის მდგომარეობა, სადაც მიშისტური ნარატივი ცდილობს ფუნდამენტური ევროპული ინსტიტუციების გაუფასურებას, გლობალური ავტორიტეტის შელახვას და ხალხში იმ ილუზიის ჩანერგვას, რომ აღარ არსებობს საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ვერ იყიდის.

მივიღეთ ლიბერალური მედია, რომელიც პროდასავლურ პარტიებს უწოდებს ზემოთხსენებული რიტორიკის გამტარი პირებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფებს, რომელთა მეთაური, მიხეილ სააკაშვილი, უკვე ღიად აცხადებს, რომ პრეზიდენტობის წლებში დასავლეთისადმი ნდობა არ უნდა მქონოდაო.

მივიღეთ ისტერიკა, სადაც ყველაფერი, რაც არ მოწონს მიშისტური იდეოლოგიის მატარებელს, არის პრორუსული, ყველა საპირისპირო აზრი მასთან მიმართებით არის ბოტის, ტროლის, ბნელის ან ორკის გამოთქმული.

მივიღეთ მიშისტური საჯარო სივრცე, როელიც მხოლოდ საკუთარ თავს მიაწერს პროგრესს და საზოგადოების პოლარიზებას ემსახურება. მივიღეთ პატრიოტიზმის ფორმა, რომელიც ცარიელი რუსოფობია და თვითმარკეტინგია, სამშობლოს სიყვარულთან კი არაფერი ესაქმება.

მივიღეთ რეალობა სადაც კრიმინალი კეზერაშვილი ტელევიზიას ხსნის, კრიმინალი ადეიშვილი უნივერსიტეტის გახსნას გეგმავს, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები, სტუდენტებს ტვინს ურეცხავენ და ლიბერალური იდეოლოგიის საჭურჭლედ ზრდიან, სულ ცოტა ხნის წინ აგერ მიშიზმის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი, თავისუფლების ინსტიტუტი აღსდგა, პარალელურად მიშისტური საზაფხულო სკოლაც გვაქვს ქვეყანაში, რომელიც ახალგაზრდების იდეოლოგიურად დამუშავებას ეწევა” - ამბობს ბაჩო ოდიშარია.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ყველაზე თავგამოდებით სწორედ ახლა იბრძვის სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა ძალაუფლების დასაბრუნებლად და სწორედ ახლაა ის დრო, როდესაც მათი კრიტიკა აუცილებლობას წარმოადგენს, ხოლო ყველა, ვინც ამბობს, რაღა დროს წინა ხელისუფლებაზე საუბარიაო, ირიბად თუ პირდაპირ, სწორედ მათთვის მომგებიან რიტორიკას ავრცელებს.

„ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ყველაზე მეტი უნდა ვაკრიტიკოთ, გამოვიკვლიოთ და ვამხილოთ ყველანაირი მიშისტური გამოვლინება. სწორედ ახლაა ის დრო, რომ ქართულმა ოცნებამ საბოლოოდ დაუსვას წერტილი კოჰაბიტაციის ყოველგვარ ნიშნებს და შეასრულოს ქართული საზოგადოების მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. ყველა სისტემური დანაშულებების და ძალდობრივი რეჟიმის შემოქმედი სუბიექტი უნდა მიეცეს კანონის წინაშე პასუხისგებაში. დღეს არ უნდა გვქონდეს რეალობა, რომელშიც სააკაშვილი ციხის რეფორმაზე გაბედავს ქართულ საზოგადოებასთან საუბარს, გვარამია თავისუფალ მედიაზე წაიკითხავს ლექციებს, ადეიშვილი ცინიკურ კომენტარებს გააკეთებს ციხის წამებებზე, კეზერაშვილი ქვეყნიდან მოპარული ფულით დააფინანსებს ნაც. მოძრაობის ასაღორძინებელ ტელევიზიას. მსგავსი ტრაგიკომიკური და ქართული საზოგადოებისათვის შეურაცმყოფელი აბსურდები უნდა დასრულდეს. მიშიზმი საჯარო სივრცეში დომინანტი დისკურსი აღარ უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, თუ არ მოვიშორეთ ეს ბალასტი, რომელიც გვაწევს ზურგზე და გამუდმებით გვექაჩება უკან, არანაირი სერიოზული განვითარება, როგორც სახელმწიფოს, ჩვენ არ გვიწერია” - ამბობს ბაჩო ოდიშარია.



ვიდეოს ბმული https://www.youtube.com/watch?v=y3Q_VMv74uc
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა