logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას აქვს ერთადერთი მიზანი, ძირი გამოუთხარონ საკუთარ ქვეყანას
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას აქვს ერთადერთი მიზანი, ძირი გამოუთხარონ საკუთარ ქვეყანას
17:44 19.08.2019
„ოპოზიციის ნაწილი იქცევა სამარცხვინოდ და იმის ნაცვლად, რომ მათ მხარი დაუჭირონ საკუთარ ხელისუფლებას, საკუთარ ხალხს და საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, რომ ჩვენ ყველა ერთად დავდგეთ ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობით, განვითარებით და საერთაშორისო დიპლომატიის გამოყენებით და შევძლოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობის უზრუნველყოფა, რათა მომავალში ქვეყანას ჰქონდეს რეალური შესაძლებლობა, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს, ისინი არიან დაკავებული თავისი სახელმწიფოს, თავისი ხელისუფლების მისამართით ტალახის სროლით“,-ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სწორედ ოპოზიციის აღნიშნული ნაწილის პროვოკაციული ქმედებებით ხდება ოკუპაციის ხელშეწყობა და ეს ემსახურება რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. არჩილ თალაკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ ძალებს სურთ ომი, დესტაბილიზაცია და სახელმწიფოს ჩამოშლა, იმისთვის, რომ მოახდინონ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების რეალიზება.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლიანი და პრაგმატული პოლიტიკა და რეალური შესაძლებლობა, იმისა, რომ ქვეყანამ განვითარება გააგრძელოს მშვიდობით და ომის გარეშე,

„ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ვინმეს, რომ თავისი პროვოკაციული გეგმები განახორციელონ, რომელსაც ისინი ზოგჯერ მიმართავდნენ წინა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეს ადამიანები პირდაპირ გეტყვით, არიან ომის მომხრეები. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც სურთ ომი, სურთ დესტაბილიზაცია და სურთ ჩამოიშალოს ჩვენი სახელმწიფო და ამაზე რაღაც იხეირონ.

მე მივმართავ მათ, კიდევ ერთხელ ყურადღებით და პასუხისმგებლობით მოეკიდონ სახელმწიფოს, მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ომი ამ ქვეყანაში არც ერთ მოქალაქეს არ სურს და საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ ომის გარეშე, მშვიდობით, დემოკრატიული განვითარებით, ეკონომიკის გაძლიერებით, საერთაშორისო დიპლომატიის გამოყენებით შექმნას ის მომავალი და ის მომენტი, როდესაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება შესაძლებელი. დღეს, რეალურად, ეს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი მოქმედებს ზუსტად ამ გეგმის საწინააღმდეგოდ. მათ აქვთ ერთდერთი მიზანი, როგორმე ძირი გამოუთხარონ საკუთარ ქვეყანას და ჩაითრიონ ის სამხედრო პროვოკაციაში. მე პირობას გაძლევთ, რომ საქართველო გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას ქართული ოცნების ხელისუფლებასთან, საზოგადოების მხარდაჭერით და ჩვენ, ყველა მოქალაქესთან ერთად უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოს ექნება მშვიდობიანი მომავალი.“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა