logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
სოზარ სუბარი: მე ვიყავი მაშინ სახალხო დამცველი.. არჩილ თალაკვაძე იყო  ერთ-ერთი პირველი, ვინც შევიდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არსებული ვითარება აღწერა
სოზარ სუბარი: მე ვიყავი მაშინ სახალხო დამცველი.. არჩილ თალაკვაძე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც შევიდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არსებული ვითარება აღწერა
11:30 11.08.2019
"მე ვიყავი მაშინ საქართველოს სახალხო დამცველი, ვეხმარებოდი მათ (არასამთავრობოებს) ამ მტკიცებულებების მოგროვებაში. სხვათა შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რაც იმ პერიოდში დაიდო, იყო არჩილ თალაკვაძის მოხსენება, რეპორტი. ის იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფთან ერთად შევიდა ოკუპირებულ სოფლებში.

მაშინ ოკუპირებული იყო გორიც და გორსა და ცხინვალს შორის მდებარე ტერიტორია და თითოეული დამწვარი სახლი, თოთოეული იქ დარჩენილი ადამიანი მოინახულა, აღწერა და ეს რეპორტები ყველაფერი დევს ჰააგის სასამართლოში", - ასე ეხმიანება გადაცემა " პირისპირში" ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის როლს, რომელიც მაშინ სახალხო დამცველის ოფისში მუშაობდა.

" მიდის გამოძიება საერთაშორისო დონეზე. ერთის მხრივ სტრასბურგის სასამართლოში არის საქმე და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მალე საქართველო მოიგებს ამ საჩივარს და ძალიან სერიოზული მტკიცებულებები არის ჩვენი მხრიდან წარდგენილი, სწორედ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. ბევრი ისეთი მტკიცებულება, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უბრალოდ საერთოდ გააქრო, ქვეყანაში არ იყო ეს მტკიცებულებები და უზარმაზარი ძალისხმევა დაგვჭირდა რომ ეს მტკიცებულებები დაგვებრუნებინ", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარის განცხადებით, რუსეთის მხარე იყო შოკში.

" პირდაპირ ვიტყვი - რუსეთის მხარე იყო შოკში, როდესაც ეს მტკიცებულებები მათ დავუდეთ. და მეორე, ჰააგის სასამართლო, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, რომელშიც საჩივარი შეიტანა არა საქართველოს ხელისუფლებამ, არამედ ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მე ვიყავი მაშინ საქართველოს სახალხო დამცველი, ვეხმარებოდი მათ ამ მტკიცებულებების მოგროვებაში. სხვათა შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რაც იმ პერიოდში დაიდო, იყო არჩილ თალაკვაძის მოხსენება, რეპორტი. ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც შევიდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მაშინ ოკუპირებული იყო გორიც და გორსა და ცხვინვალს შორის მდებარე ტერიტორია და თითოეული დამწვარი სახლი, თოთოეული იქ დარჩენილი ადამიანი მოინახულა, აღწერა და ეს რეპორტები ყველაფერი დევს ჰააგის სასამართლოში", -განაცხადა სოზარ სუბარმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა