logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ყაველაშვილი: მავნებლურმა პოლიტიკურმა ძალამ არათუ გააანალიზა და მოინანია შეცდომები და დანაშაული, არამედ განაგრძო და გააძლიერა საზოგადოებაზე ძალადობა
მიხეილ ყაველაშვილი: მავნებლურმა პოლიტიკურმა ძალამ არათუ გააანალიზა და მოინანია შეცდომები და დანაშაული, არამედ განაგრძო და გააძლიერა საზოგადოებაზე ძალადობა
17:48 09.08.2019
„რატომ შეიცვალა 11 წლის შემდეგ ხელისუფლების ნარატივი აგვისტოს ომთან დაკავშირებით? რატომ დავიწყეთ ლაპარაკი დღეს უფრო ცხადად ყოფილი ხელისუფლების დანაშაულზე? ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე მომმართეს ამ კითხვით და სწორედ ამის გამო საჭიროდ მიმაჩნია მას გამოვეხმაურო“-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„პირველ რიგში მინდა განვაცხადო, რომ სააკაშვილის ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე აგვისტოს ომთან მიმართებაში, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, რადგან ეს არ იყო ჩვენი პარტიული დღის წესრიგი, ეს იყო ჩვენი ამომრჩევლის და ზოგადად ქართული საზოგადოების მკაცრი მოთხოვნა, რომელსაც, გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ, მმართველი გუნდი, შესაბამისი სიმწვავით არ მივუდექით, რასაც ჰქონდა თავისი მიზეზები და ამაზე ოდნავ ქვემოთ.

მთავარი ღირებულება, რომელზეც ჩვენი ხელისუფლება დგას, არის ეროვნული ერთიანობის და თანხმობის იდეა. შესაბამისად, ჩვენი გუნდის პოლიტიკა, მათ შორის ყოფილი ხელისუფლების მიმართ, მიუხედავათ მათი მძიმე პოლიტიკური წარსულისა, მაინც უფრო შემწყნარებლობისკენ იყო მიმართული, ვიდრე მხილებისა და დასჯისკენ. სწორედ ამის დასტურია 2012 წლის ოქტომბერში, ხელისუფლების გადმობარების დროს, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული ისტორიული მნიშვნელობის განცხადება იმის თაობაზე, რომ ჩვენ ოპონენტებს მოვექცეოდით არა ისე, როგორც ისინი ამას იმსახურებდნენ, არამედ ისე, როგორც ამას იმსახურებს ქართველი ხალხი და მისი დიდი კულტურა. ეს იყო გარკვეული მორალური და პოლიტიკური ორიენტირი, თუ გინდათ ცივილიზაციური თამასა, რომელიც ჩვენმა ლიდერმა შესთავაზა ოპონენტებს და საზოგადოებას და სწორედ ამიტომ, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ აგვისტოს ომის თემას ტაბუ დაადო და უმკაცრესი ცენზურა დააწესა, აკრძალა კითხვების დასმა ამ თემაზე, ხოლო კრიტიკული შეფასებები ხელისუფლების მიმართ ეროვნულ ღალატად გამოაცხადა, - ჩვენი ხელისუფლებაც გარკვეულწილად განზრახ დაექვემდებარა ამ ცენზურას, მაგრამ არა იმიტომ, რომ სჯეროდა იმ ტყუილის, თითქოს სიმართლე აზიანებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას და საფრთხეს უქმნის გმირ ქართველ სამხედროებს, რასაკვირველია - არა! ჩვენ დავექვემდებარეთ ამ ცენზურას და შეფასებებისას ვხმარობდით შედარებით რბილ ფორმულირებებს, რომ მათ ვერ ააცილეს ომი ქვეყანას მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, შანსი მიგვეცა, ჩამდგარიყვნენ ქვეყნის სამსახურში და სიტყვით თუ არა, საქმით მაინც გამიჯვნოდნენ საკუთარ დანაშაულებრივ წარსულს.

თუმცა დღეს, 7 წლის გადასახედიდან, აბსოლუტურად ვრწმუნდებით, რომ მიუხედავად ჩვენი გუნდის მცდელობის და გაწვდილი ხელისა, ამ მავნებლურმა პოლიტიკურმა ძალამ არათუ გააანალიზა და მოინანია მათ მიერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაშვებული მძიმე შეცდომები და დანაშაული, არამედ კვლავ განაგრძო და დროთა განმავლობაში გააძლიერა კიდეც საზოგადოებაზე ძალადობა და ქვეყნის კონსტიტუციური საფუძვლებისათვის ძირის გამოთხრა. მგელმა ტყისკენ ყურებას თავი არ დაანება და სავარაუდოდ, არც აპირებს.

დიახ, დღეს, 7 წლის გადასახედიდან, მეც ვაღიარებ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობაა, დავიჯერეთ, რომ მათი გამოსწორება შესაძლებელი იყო და ხალხს სრული სიმართლე არ ვუთხარით.

არადა, სიმართლის თქმით იწყება დეოკუპაცია. აგვისტოს ომზე სიმართლე იცის მთელმა მსოფლიომ. ის წერია ტალიავინის კომისიის დასკვნაში, რომელიც უკიდურასად პროქართული დოკუმენტია და რომელიც საფუძვლად დაედო არაღიარების პოლიტიკას, მაგრამ ამ დასკვნაში წერია სხვა სიმართლეც იმის თაობაზე, როგორი მავნებლები არიან სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა.

სწორედ ამ სიმართლის დაფარვა სურდა სააკაშვილს, რომელიც მხოლოდ მას და მის გუნდს აზიანებდა და ჩვენ ნებსით თუ უნებლიედ ამაში შევუწყეთ ხელი. მაგრამ ამ სიმართლის დაფარვა სააკაშვილს სურდა მხოლოდ ქართველებისთვის, რადგან მსოფლიომ ეს სიმართლე ტალიავინის დასკვნიდანაც იცოდა და თვითონაც, სააკაშვილი და მისი ხროვა, როცა საკითხი საერთაშორისო ფორუმებს ეხებოდა, ხელს აწერდა და აღიარებდა ამ სიმართლეს, ესენი ხომ გარეთ მხდალი და შინ ძლიერნი არიან და მხოლოდ ქართველებს გვედიდგულებოდნენ.

ამიტომ, დღეს ჩვენი განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა სიმართლის თქმა. ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე და აღარ ვაპირებთ, ენა მოვუჩლიქოთ დამნაშავეებს და პირუთვნელად ვამბობთ, რომ სააკაშვილმა საკუთარი სკამი გადაარჩინა ამ ომის ხარჯზე. საკუთარ სკამში გადაიხადა 20% ჩვენი ტერიტორიებისა; საკუთარ სკამში გადაიხადა ამ ომში დაღვრილი ქართული სისხლი. დიახ, მთავარი სიმართლე არის ის, რომ აგვისტოს ომი სააკაშვილს დასჭირდა გაყალბებული არჩევნების შემდეგ საკუთარი ლეგიტიმაციის გასამყარებლად, რათა დაუსრულებლად ებატონა ქვეყანაზე და ხალხზე.

სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ პასუხი უნდა აგოს ქართველი ხალხის წინაშე და ჩვენ ეს უნდა უზრუნველვყოთ თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ აწი ვერავინ და ვერასდროს დედამიწის ზურგზე ვერ გაბედოს ქართული სახელმწიფოს, ქართველო ხალხის და ჩვენი გმირი ჯარისკაცების დადანაშაულება ნებისმიერ საერთაშორისო პლატფორმასა თუ ინსტანციაში“-აცხადებს დეპუტატი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა