logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, უცხოური გამოცემები ქართველი დიპლომატების სტატიებს აქვეყნებენ
რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, უცხოური გამოცემები ქართველი დიპლომატების სტატიებს აქვეყნებენ
17:17 09.08.2019
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით ჩეხურმა, თურქულმა, ესპანურმა და ლატვიურმა გამოცემებმა ქართველი ელჩების სტატიები გამოაქვეყნეს.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ჩეხურ გაზეთ „ლიდოვე ნოვინ”-ში გამოქვეყნდა ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მარიკა რაქვიაშვილის სტატია, სათაურით - "დავითი გოლიათის" წინააღმდეგ. პუბლიკაციაში საქართველოს ელჩი რუსეთ-საქართველოს ომზე და რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური უფლებების ხელყოფის საკითხზე საუბრობს. ელჩი ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის გადამწყვეტ მნიშვნელობას საქართველოს დეოკუპაციის საკითხში და ამ მხრივ ჩეხეთის თანამიმდევრულ დამოკიდებულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ.“ჩეხეთი თავისი მხარდაჭერით მკაფიო სიგნალს უგზავნის რუსეთს, რომ მიუღებელია სუვერენულ ქვეყნებსა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ წესრიგზე თავდასხმა ,“ - წერს მარიკა რაქვიაშვილი. “მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ერთი მეხუთედის ოკუპაცია, საქართველომ დაამტკიცა, რომ ის არის სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც შეუძლია წარმატებების მიღწევა“- ნათქვამია სტატიაში.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე- 11 წლისთავთან დაკავშირებით ასევე გამოქვეყნდა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას სტატია სახელწოდებით - Georgia's reconciliation policy and democratic transition 11 years after the August 2008 occupation”. სტატიაში ელჩი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სამხედრო აგრესიის მე-11 წელს, ისევ გრძელდება რუსეთის მხრიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაცია, რაც, საფრთხეს უქმნის მთელს რეგიონს. ელჩის თქმით, პროვოკაციული ქმედებების მიუხედავად, საქართველო ძალისხმევას არ იშურებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად.

”ამ 11 წლის განმავლობაში, საქართველომ მიიღო არაერთი ქვეყნის მხარდაჭერა. ამ მიმართებით, მადლობას ვუხდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთს, რომელიც მხარს უჭერს საქართელოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლინობას, ასევე საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.”-აღნიშნავს გიორგი ჯანჯღავა სტატიაში.

ელჩის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევბის მიუხედავად, ქვეყანამ შეძლო დემოკრატიული ცვლილებებისა და ეკონომიკურ განვითარების მიღწევა. ასევე, დაწინაურდა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. “საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია სამშვიდობო დიალოგის წარმოებაში რუსეთთან. ამასთან, კონფლიქტი უნდა მოგვარდეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების გათვალისწინებით, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემას. „-წერს გიორგი ჯანჯღავა.



რუსეთ საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით ასევე გამოქვეყნდა ესპანეთში საქართველოს ელჩის ილია გიორგაძისა და ლატვიაში საქართველოს ელჩის თეა მაისურაძის სტატიები. სტატიებში ყურადღება გამახვილებულია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიაზე და საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე. ქართველი დიპლომატები თავიანთ სტატიებში ხაზს უსვამენ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკასა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერის მნიშვნელობას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის