logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29
logo2
logo2
ანრი ოხანაშვილი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და გახსნილად წარმართვასთან დაკავშირებით ჩვენ და არასამთავრობო ორგანიზაციებს ერთიანი ხედვა გვაქვს
ანრი ოხანაშვილი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და გახსნილად წარმართვასთან დაკავშირებით ჩვენ და არასამთავრობო ორგანიზაციებს ერთიანი ხედვა გვაქვს
17:43 08.08.2019
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მსჯელობა გაიმართა პარლამენტის როლზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საკუთარი მოსაზრებები გაცვალეს.

„ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია შედგა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ სუბიექტთან და დაინტერესებულ მხარესთან, რომელიც ამ პროცესს თვალყურს ადევნებს, გვქონდეს დიალოგი, გავცვალოთ პოზიციები და მოვუსმინოთ ერთმანეთს. ჩვენი მიზანია, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მაქსიმალურად გახსნილად და გამჭვირვალედ წარმართოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, პროცესში მაღალი ჩართულობის შედეგად, საბოლოოდ, ისეთი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, რომელიც საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისთვის იმ თვალსაზრისით, რომ მოხდეს ღირსეული კანდიდატების შერჩევა უზენაეს სასამართლოში.
„დღევანდელი შეხვედრის შედეგად, ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა იმასთან დაკავშირებით, რომ პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, გახსნილად და უზრუნველყოფილი იყოს ჩართულობა“, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ანრი ოხანაშვილმა ასევე განაცხადა, რომ არის საკითხები, რომელსაც კიდევ სჭირდება შეჯერება.

„ჩვენ მოგვიწევს კიდევ ერთი შეხვედრის გამართვა, სადაც უკვე საბოლოოდ დავაახლოვებთ პოზიციებს და ჩამოვყალიბდებით რა ფორმით წარმოგვიდგენია მთლიანობაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ამ პროცესის წარმართვა“, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა