logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: ევროპარლამენტმა რეზოლუცია ოკუპაციის შესახებ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით პირველად 2018 წელს მიიღო
მამუკა მდინარაძე: ევროპარლამენტმა რეზოლუცია ოკუპაციის შესახებ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით პირველად 2018 წელს მიიღო
18:02 07.08.2019
„ევროპარლამენტმა რეზოლუცია ოკუპაციის შესახებ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით პირველად 2018 წელს მიიღო“, - „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე 2008 წლის აგვისტოს ომს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლება (განზრახ თუ გაუფრთხილებლობით) წამოეგო რუსულ პროვოკაციას:

„არსებობს რამდენიმე უდავო ფაქტი:

1. რუსეთი ოკუპანტია!

2. საქართველოში ომი 2008 წელს დაიწყო რუსეთმა, ის შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე!

3. ჩვენი ბიჭები, რომლებიც ამ ომში იბრძოდნენ, არიან გმირები!

4. ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება!

5. სააკაშვილის ხელისუფლება (განზრახ თუ გაუფრთხილებლობით) წამოეგო რუსულ პროვოკაციას და შედეგად დაიკარგა ტერიტორიები, დაგვეღუპა ასეულობით ჩვენი თანამოქალაქე და რამდენიმე ათასი იქცა დევნილად.

6. რუსეთ-საქართველოს ომამდე სააკაშვილმა კოდორის ხეობას დაარქვა ზემო აფხაზეთი, ხოლო 2010 წლის 10 მაისის ბრძანებულებით სამაჩაბლოსტერიტორიაზე შექმნა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, რომელსაც ამავე ბრძანებულებაში უწოდა ,,ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურიოლქი’’. შესაბამისად დაადგინა მისი საბჭოთა კავშირის დროინდელი ე.წ. საზღვრებიც.

7. სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები 8 აგვისტომდე ომის დაწყებას სეპარატისტულ რეჟიმს აბრალებდნენ და რუსეთს ხელს აფარებდნენ.

8. სააკაშვილმა 2008 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულებაში ჩაწერა, რომ რუსული ტექნიკა და რუსი სამხედროები საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდნენ, ხოლო მასირებული შეტევა 7-8 აგვისტოს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განხორციელდა სეპარატისტების მიერ.

9. ნაცვლად იმისა, რომ რუსული სამხედრო აგრესიის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე ბრძოლა საერთაშორისო ასპარეზზე გადასულიყო, მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით საქართველო ჩაერთო რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში.

10. ამ ფონზე, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ომის დღეებში, მიმდინარე მოვლენებზე გაეროს უშიშროების საბჭოს პირველი სხდომა ჩატარდა რუსეთის მოთხოვნით.

11. 2008 წლის 2 ოქტომბერს ნაცებმა ევროპარლამენტში ხმა მისცეს რეზოლუციას, რომლის მე-5 პუნქტი იყო სუფთა რუსული ნარატივი.

12. ნაცების ნებისმიერი აქტივობა რუსულ თემასთან დაკავშირებით მთავრდება ისეთი შედეგით, რომელიც აწყობს მხოლოდ რუსეთს, აზიანებს საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს, აღრმავებს ოკუპაციის პრობლემას.

13. ასეთი აქტივობები კიდევ უფრო გააქტიურდა მას შემდეგ, რაც საქართველოში არ შედგა ,,გავრილოვის რევოლუცია’’.

14. რამდენჯერაც ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკური პრობლემები შეექმნა (მათ შორის ლეგიტიმაციის - 2008 წლის იანვრის არჩევნების შემდეგ), იმდენჯერ გააქტიურდა რუსეთი ან რუსული თემა.

15. არ ყოფილა 2003-2012 წლებში ოპოზიციური აქტივობა, რომელსაც ნაცებმა არ მიაკერეს რუსული იარლიყი.

16. რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ნაცების მიერ მხილებული პოლიტიკოსები დღეს მათ მხარდამხარ იბრძვიან და ცდილობენ ეს იარლიყი ,,ქართულ ოცნებას’’ მიაკერონ.

17. ევროპარლამენტმა რეზოლუცია ოკუპაციის შესახებ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით პირველად 2018 წელს მიიღო.

18. როგორც ჩანს, 2008 წლის ომის შემდეგ გავრცელებული ინფორმაცია ნაცების შიდა საუბრების შესახებ, რომ მათ ამოისუნთქეს ამ ომით, არის მართალი, - შოთა უტიაშვილი და გიგა ბოკერია დღესაც იგივე ფრაზას იმეორებენ.

19. შეუძლებელია წარმოვიდგინოთ სხვა შედეგი - საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო მიუხედავად შიდა თუ გარე მტრებისა და ამაში განსაკუთრებულ როლს ჩვენთან ერთად ჩვენი დასავლელი პარტნიორები შეასრულებენ!“, - წერს მამუკა მდინარაძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის